ანა დოლიძე 27.06.17

დოლიძე: ვენეციის კომისიის დასკვნა უმრავლესობის მიღებული დოკუმენტის გასწორების მცდელობაა

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განცხადებით, ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა უმრავლესობის მიერ მიღებულ დოკუმენტში შეცდომების გასწორების მცდელობაა. ეს განცხადება ანა დოლიძემ ვენეციის კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

,,ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა განსხვავდება წინა დასკვნისაგან  იმით, რომ მასში ჩაიწერა მორიგი ორი შენიშვნა. დასკვნის სულისკვეთება იგივე დარჩა: კომისია წუხილს გამოთქვამს ერთპარტიული დოკუმენტის გამო და იმისათვის, რომ მიუხედავად თავად კომისიის თავმჯდომარის მცდელობისა, არ შეიქმნა შესაძლებლობა, რომ წარმართულიყო დიალოგი და  შექმნილიყო კონსენსუსი.

გარდა ამისა, კომისია გამოთქვამს წუხილს, რომ არ მოხდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, რაც საკონსტიტუციო რეფორმის მთავარი
მიღწევა  უნდა ყოფილიყო. ამას დაემატა მცდელობა, რომ იქნებ რაღაცნაირად გაუმჯობესდეს ის კონსტიტუცია, რომელიც უკვე მიღებულია. კომისია დაპირებად იღებს უმრავლესობის დაპირებას, რომ რაღაც ცვლილებები უკვე მიღებულ კონსტიტუციაში მალევე შევა“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი