ახალი ამბები

BBC: თურქეთი ბოდიშს უხდის დაშავებულ მომიტინგეებს

4 ივნისი, 2013 • 1141
BBC: თურქეთი ბოდიშს უხდის დაშავებულ მომიტინგეებს

ბულენტ არინჯი
ბულენტ არინჯი

ვიცე-პრემიერის თქმით, “სამართლიანი და კანონიერი” იყო სტამბულში “გეზი პარკის” რეკონსტრუქციის გამო გამოხატული პროტესტი.  

 

ეს განცხადება თურქეთის ვიცეპრემიერ -მინისტრმა ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. 

 

“მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ ბოდიში უნდა მოვუხადოთ იმ მომიტინგეებს, რომლებმაც ხელყვეს კერძო საკუთრება”, – დასძინა ვიცეპრემიერმა.

 

მან  პარკის რეკონსტრუქციის საწინააღმდეგო მანიფესტაციის ორგანიზატორებს შეხვედრა შესთავაზა.

 

პარკის რეკონსტრუქციის წინააღმდეგ აქცია ბოლო ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობს არა მხოლოდ სტამბულში, არამედ ანკარასა და თურქეთის სხვა ქალაქებში.

 

 1700 დაპატიმრებული და ასობით დაშავებული – ეს არის  თურქეთში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მომხდარი არეულობის შედეგი. პოლიციამ საპტოტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წიწაკის სპრეი გამოიყენა.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი