თომას მარკერტი: ვწუხვართ, რომ კონსტიტუციის ცვლილებებზე პარტიებმა კონსენსუსს ვერ მიაღწიეს

ვენეციის კომისიის მდივანმა, თომას მარკერტმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს კონსტიტუციის რეფორმის პროცესში ვენეციის კომისიისთვის უმნიშვნელოვანესია ორი ცვლილება – საარჩევნო ბლოკების დაშვება 2020 წლის არჩევნებში და ბონუსების სისტემის გაუქნება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

“როგორც იცით, ჩვენ გამოვაქვეყნეთ რეოს ხელისულების მზაობა დამატებით ორი ცვლილების განხოცრიელების თაობაზე, ეს ეხება საარჩევნო ბლოკების დაშვებას 2020 წელს და კომენდაციების პროექტი, ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა, ძირითადად, ამ პროექტზე იქნება დაფუძნებული. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია საქართველბონუსების გაუქმებას 2024 წლისთვის. ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი. მეორე მხრივ, ძალიან ვწუხვართ, რომ საკონტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პოლიტიკურმა ძალებმა კონსენსუსს ვერ მიაღწიეს. კიდევ ერთხელ ვამბობთ, უმჯობესი იქნებოდა, ახალ სისტემაზე, რომელიც უკეთეს სისტემადაა შეფასებული, გადასვლა არა 7 წლის შემდეგ, არამედ, მომდევნო არჩევნებზე,”- განაცხადა ტომას მარკერტმა [საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის თარგმანი].

დღეს, 6 ოქტომერს, ვენეციაში, ვენეციის კომისია პლენარულ სხდომაზე საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საბოლოო დასკვნას დაამტკიცებს. ვენეციაში სამუშაო ვიზიტით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე იმყოფება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი