ახალი ამბები

პრემია საბას დაჯილდოება სექტემბერში გაიმართება

4 ივნისი, 2013 • 1324
პრემია საბას დაჯილდოება სექტემბერში გაიმართება

 

საბა
საბა

წინა წლებში „საბას“ დაჯილდოება, ტრადიციულად, ივნისის ბოლოს ან ივლისის დამდეგს იმართებოდა ხოლმე. წელს ამ ღონისძიების 2 თვით გადაწევა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ „საბას“ კონკურსზე უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის განაცხადები შემოვიდა.

 

კერძოდ, წლევანდელი საკონკურსო წიგნების ნუსხა 265 წიგნს მოიცავს, რაც დაახლოებით 80%-ით მეტია წინა წლებთან შედარებით. ეს ფაქტი თავისთავად ძალზე  სასიხარულოა, თუმცა, აქედან გამომდინარე, კონკურსის ჟიური უფრო მეტ სამუშაო დროს საჭიროებს…

 

გარდა ამისა, დაჯილდოვების თარიღის გადაწევა დადებითი მოვლენაა იმის გამოც, რომ წელს წიგნის მოყვარულ საზოგადოებას გაცილებით მეტი დრო ექნება იმისათვის, რომ შეიძინონ და წაიკითხონ ფინალისტები – ე.წ. შორთლისტში მოხვედრილი წიგნები.

 

კერძოდ, ფინალისტების ვინაობა ცნობილი გახდება ივნისის ბოლოს, როდესაც თიბისი ბანკი ოფიციალურად გამოაქვეყნებს წლევანდელ შორთ ლისტს  „საბას“ ვებ გვერდზე www.saba.com.ge. ამის შემდეგ საზოგადოებას სრული 2 თვე ექნება იმისათვის, რომ თავად წაიკითხონ კონკურსის ფინალურ  ეტაპზე წარდგენილი წიგნები და უგულშემატკივრონ ფავორიტ ავტორებს…

 

წელს „საბა“ გაიცემა 10 ნომინაციაში. ახალი ნომინაცია, რომელიც კონკურსს მიმდინარე წელს დაემატა, არის „ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანი“. ამ ნომინაციაში ქართველ მთარგმნელებთან ერთად უცხოელი მთარგმნელებიც არიან კონკურსანტები.

 

გამარჯვებული ავტორები, „საბას“ პრიზებთან ერთად,  თიბისი ბანკისგან ფულად პრემიებსაც მიიღებენ. წლევანდელი საპრემიო ფონდი 44 ათასია.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი