ახალი ამბები

ევროპარლამენტის წევრი მერაბიშვილს ციხეში შეხვდა

4 ივნისი, 2013 • • 1139
ევროპარლამენტის წევრი მერაბიშვილს ციხეში შეხვდა

ლისეკის თქმით, მერაბიშვილს ნახევარი საათის განმავლობაში ესაუბრა: 


“ვანო მერაბიშვილი კარგადაა. მასთან 30 წუთს ვისაუბრე. მკითხა, რა ხდებოდა გარეთ, რადგან ტელევიზორი არ აქვს. მისთვის ტელევიზორის ქონა კანონით დაშვებულია. მას არ აქვს კონტაქტის საშუალება ოჯახთან, რამაც ძალიან გამაკვირვა. ის ოპტიმისტურად არის განწყობილი და იმედოვნებს, რომ ციხეში ყოფნა ერთ წელზე მეტი არ მოუწევს. ციხეში პირობები ნორმალურია,” – განუცხადა ციხიდან გამოსვლის შემდეგ ლისეკმა ჟურნალისტებს. 


მისი თქმით, ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან დღეს ისაუბრებს. ლისეკმა სწორედ თეა წულუკიანს მიმართა თხოვნით, რომ მიეღო მერაბიშვილთან შეხვედრის უფლება. ლისეკი ევროპის პარლამენტის საგანგებო დელეგაციის შემადგენლობაშია. დელეგაცის საქართველოს 3 ივნისს ეწვია. ისინი უკვე შეხვდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, პრემიერ-მინისტრს, საპარლამენტო უმცირესობას, სახალხო დამცველს და შს მინისტრს. დღეს მათ დაგეგმილი აქვთ შეხვედრები იუსტიციის და სასჯელაღასრულების მინისტრებთან, რის შემდეგაც გამართავენ მედიისთვის პრესკონფერენციას.

ევროპის პარლამენტის საგანგებო დელეგაცია
ევროპის პარლამენტის საგანგებო დელეგაცია

 

მასალების გადაბეჭდვის წესი