ახალი ამბები

ვოლსკი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საზღვართან ჩვენი სოფლები წელგამართულები იყვნენ

4 ივნისი, 2013 • • 1009
ვოლსკი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საზღვართან ჩვენი სოფლები წელგამართულები იყვნენ

როგორც მან “ნეტგაზეთს” დიცსა და დვანში მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას განუცხადა, ქვეყანას აქვს იმის რესურსები, რომ საოკუპაციო ზოლთან მცხოვრებ მოსახლეობას სოციალური პრობლემების დაძლევაში დაეხმაროს. მისი თქმით, ამ საკითხზე მუშაობს პრემიერ–მინისტრის მიერ შექმნილი სპეციალური კომისია.

 

“სარწყავი წყლის პრობლემა არის იქ განსაკუთრებული მნიშვნელობის. პრემიერმა შექმნა სამუშაო ჯგუფი. ძალოვნები თავის საქმეს აკეთებენ, მოლაპარაკებებიც თავის გზით მიდის. სამუშაო ჯგუფში ჩართულები არიან სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რეინტეგრაციის, ინფრასტრუქტურის სამინისტროების წარმომადგნლები. ისინი მუშაობენ სოციალურ საკითხებზე. ვფიქრობ, არ იქნება აუცილებლობა, რომ ამ სოფლების მოსახლეობამ სადმე სხვაგან ეძებოს სარჩო- საბადებელი. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ საზღვართან ჩვენი სოფლები წელგამართულები იყვნენ”, – განაცხადა მან.


შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო ზოლთან მცხოვრები მოსახლეობა სოციალური პრობლემების მოგვარებას ითხოვს. დიცის მოსახლეობის განცხადებით, ყველაზე მეტად სარწყავი წყლის და საძოვრების არარსებობა აწუხებთ. ზემოხსენებული სამუშაო ჯგუფის წევრები ადგილზე ჩასვლას და მოსახლეობასთან შეხვედრას აპირებენ. გასულ კვირას რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა დიცში საოკუპაციო ზოლი დაახლოებით 120 მეტრით გადასწიეს თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების მხარეს.

საოკუპაციო ზოლი სოფელ დიცში
საოკუპაციო ზოლი სოფელ დიცში

მასალების გადაბეჭდვის წესი