ახალი ამბები

შსს–მ გერმანიისა და საფრანგეთის ინტერპოლით ძებნილი პირი დააკავა

4 ივნისი, 2013 • 1109
შსს–მ გერმანიისა და საფრანგეთის ინტერპოლით ძებნილი პირი დააკავა

“გერმანიის და საფრანგეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, პირი წარმოადგენს ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ნარკომოვაჭრეს, რომელიც პერიოდულად ორგანიზებას უწევდა დიდი ოდენობით „ჰეროინის“ და სხვა ნარკოტიკების ევროპის ქვეყნებში შეტანას და გავრცელებას”, – ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.

 

მათივე ინფორმაციით, გერმანიის ინტერპოლის მიერ აღნიშნული პირი 2008 წლიდან გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 25–ე და 53–ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის იძებნება, რაც ფარმაცევტული და ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონო გასაღებას გულისხმობს.

 

ნარკოტიკული საშუალებების ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტისა და შეძენა–შენახვისთვის კი აღნიშნული პირი 2009 წლიდან იძებნებოდა საფრანგეთის ინტერპოლითაც.

 

შსს–ს განცხადებით, ამჟამად დაკავებული იმყოფება აჭარა-გურიის დროებითი მოთავსების იზოლატორში და მის მიმართ მიმდინარეობს წინასაექსტრადიციო პროცედურები.

მასალების გადაბეჭდვის წესი