ახალი ამბები

კალაძე: რეიტინგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დებატებში უდუმაშვილს უნდა დავუჯდე

5 ოქტომბერი, 2017 • 3649
კალაძე: რეიტინგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დებატებში უდუმაშვილს უნდა დავუჯდე

“რეიტინგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მე უნდა დავუჯდე [დებატებში] ზაალ უდუმაშვილს,”- ასე გამოეხმაურა თბილისის მერობის ქართული ოცნების კანდიდატი კახა კალაძე დამოუკიდებელი კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის შეთავაზებას დებატებზე.

“მე ვისაუბრე ამასთან დაკავშირებით, გავაკეთე განცხადება. უბრალოდ, ფეხბურთს, პოლიტიკასაც, არჩევნებსაც აქვს წესი, შესაბამისად, როდესაც ის ამბობს, რომ ვიწვევ დებატებში… რაღაც დაახლოებითი რეიტინგები ხომ არსებობს, ვიღაცას აქვს ეს რეიტინგი, ვიღაცას ის რეიტინგი და ასე შემდეგ. მაშინ, რეიტინგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მე უნდა დავუჯდე ზაალ უდუმაშვილს, ასე გამოდის, ხომ? მე პატივს ვცემ ყველა კანდიდატს და არა ერთ კანდიდატთან ვაპირებ დაჯდომას. მე მზად ვარ, შვიდივესთან ერთად დავჯდე. ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი დებატებზე,”- განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე, თუ რომელ რეიტინგებს ეყრდნობა, კალაძე პასუხობს, რომ ყველა რეიტინგი ამას მეტყველებს.

“ყველა გამოკითხვით, რომელიც გინდა, თუ გინდა ჩვენი შიდა გამოკითხვებით, ყველა გამოკითხვით, რაც დასტურდება. მაშინ ასე უნდა მივუდგეთ საკითხს, მე ყველა კანდიდატს პატივს ვცემ და დავსხდებით ისე, როგორც საჭირო არის.”, – განაცხადა კალაძემ.

ალეკო ელისაშვილმა 3 ოქტომბერს განაცხადა, რომ ყოველგვარი შუამავლების გარეშე მიმართავს ქართული ოცნების შტაბს და კალაძეს იწვევს პირდაპირ, ღია, საჯარო დებატებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი