ახალი ამბები

დავით ნარმანია “პანორამა-თბილისის” გამო ოპოზიციასთან შეხვედრას არ აპირებს

5 ოქტომბერი, 2017 • 1813
დავით ნარმანია “პანორამა-თბილისის” გამო ოპოზიციასთან შეხვედრას არ აპირებს

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, პუშკინის სკვერთან არსებული ტერიტორიისა და “პანორამა თბილისის” თაობაზე ოპოზიიციასთან შეხვედრას არ აპირებს:

“ჩემი ვადის ბოლოს არსებითი შეუსრულებელი გეგმები არ მაქვს, გარდა ერთისა, ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა, რომელიც დავპირდი ჩვენს ახალგაზრდებს. [ეს ვერ შესრულდა] ფინანსური რესურსების გამო. თუმცა ამის პროექტიც მზადაა. მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი მერი… მერობის კანდიდატს ჩვენი პარტიიდან გათვალისწინებული აქვს ეს პროგრამაში. რაც შეეხება გამწვანებას და მილიონ ხეს, მილიონი შეიძლება არ დაირგა იმიტომ, რომ პროექტი იყო 4 წელზე და არა სამზე. 700 ათასზე მეტი ხე-მცენარე დაირგა, მათ შორის დეკორატიული”,- განაცხადა ნარმანიამ.

საკრებულოს უმრავლესობამ 29 სექტემბერს პუშკინის სკვერთან, “პანორამა თბილისის” სასტუმროს მიმდებარედ მიწისქვეშა ავტოსადგომის ასაშენებლად მიწის ნაკვეთს ფუნქციური ზონის სტატუსი შეუცვალა, ხოლო თაბორის მთაზე 4 700 მ2 ფართობის მიწას რეკრეაციული სტატუსი “თაბორი რიზორთსის” სასარგებლოდ მოხსნა. “პანორამა თბილისის” ფარგლებში 1946 მ2-ის ფართობის მიწის ნაკვეთზე  რამდენიმედონიანი ავტოსადგომი უნდა აშენდეს, რომელიც სავარაუდოდ, 30 მანქანაზე იქნება გათვლილი. “პანორამა- თბილისი” ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის პროექტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი