ახალი ამბები

მაიკლ დუგლასი: ორალურმა სექსმა გამოიწვია ჩემი კიბო

3 ივნისი, 2013 • • 5992
მაიკლ დუგლასი: ორალურმა სექსმა გამოიწვია ჩემი კიბო

შეკითხვაზე, ნანობს თუ არა მსახიობი, რომ წლების განმავლობაში სვამდა და ეწეოდა (სწორედ დალევას და მოწევას მოიაზრებდნენ ყელის კიბოს მიზეზად) დუგლასმა უპასუხა:

 

“არა. არ მსურს ვიყო ზედმეტად კონკრეტული, თუმცა ეს კონკრეტული კიბო გამოწვეულია  HPV–საგან (ადამიანის პაპილომავირუსი), რომელიც მოდის  კუნილინგუსიდან, დიახ, სქესობრივი გზით გადამდებმა დაავადებამ გამოიწვია კიბო და იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ დაგისვეს ეს დიაგნოზი, კუნილინგუსია ასევე საუკეთესო სამკურნალო საშუალება მისგან”. 

 

68 წლის მსახიობს დიაგნოზი 2010 წელ დაუსვევს, თუმცა მანამდე იგი მრავალ ექიმს გაესინჯა, რომლებმაც მისთვის ზუსტი დიაგნოზის დასმა ვერ შეძლეს. დუგლასი მის მეგობარ ექიმს ეწვია, რომელმაც მსახიობის პირის ღრუ დაათალიერა:

 

“მე არასდროს დამავიწყდება მისი სახის გამომეტყველება.  მან თქვა, რომ გვჭირდება ბიოფსია. კაკლის ზომის სიმსივნური წარმონაქმნი იყო ჩემს ენაზე, რომელიც არც ერთ სხვა ექიმს არ უნახავს”

 

ცოტა ხანში დუგლასს კიბოს მეოთხე სტადიის დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც ბოლო სტადიაა. დაიწყეს ინტენსიური  რვაკვირიანი ქიმიოთერაპის და დასხივების კურსი. დუგლასმა უარი განაცხადა საკვები მილის გამოყენებაზე, მხოლოდ სითხის სახით იღებდა საკვებს და შედეგად 20 კილოგრამი დაიკლო.

 

მკურნალობის კურსმა შედეგი გამოიღო და დიაგნოზი დასმიდან უკვე 2 წელიწადზე მეტია გასული. მსახიობი 6 თვეში ერთხელ შემოწმებას გადის. კიბოს დიაგნოზი მიიჩნეოდა, რომ გამოწვეული იყო თამაბაქოს მოხმარების გამო. 1992 წელს იგი ჰოსპიტალშიც მოათავსეს დამოკიდებულების დასაძლევად,  ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ იგი დამოკიდებული იყო სექსზე, თუმცა თავად მსახიობი ამას უარყოფდა და აბობდა, რომ ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო მკურნალობდა. იგი ასევე ამბობდა, რომ იყენებდა ნარკოტიკულ საშუალებებს. 

 

HPV სქესობრივი გზით გადამდები ვირუსია, რომელიც ცნობილია, როგორც საშვილოსნოს ყელის, ანუსის კიბოს და გენიტალიის კონდილომების (მეჭეჭების) გამომწვევი ვირუსი. ასევე ითვლება, რომ იგი ზრდის პირის ღრუს კიბოს რისკს. 

 

მაშეშ კუმარმა, რომელიც ყელის ქირურგს კონსულტანტია ბრიტანეთში, განაცხადა, რომ ბოლო ათწლეულის მანძილზე დრამატულად გაიზარდა ამ ტიპის კიბოს შემთხვევები, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. ბოლო კვლევებით, პირის ღრუს კიბოს მქონე 1316 პაციენტიდან 57%–ის შემთხვევაში კიბო გამოწვეული იყო  HPV 16 ვირუსით, რომელიც კეთილთვისებიანია. 

 

კუმარმა სკეპტიციზმი გამოხატა დუგლასის განცხადებაზე, რომ კუნილინგუსია მკურნალობის საუკეთესო საშუალება:

 

“ის თვლის, რომ ასე მის იმუნურ სისტემას გააძლიერებს, მაგრამ სამედიცინო თვალსაზრისით ამას აზრი აქ აქვს” 

 

მაიკლ დუგლას ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს  კეტრინ ზეტა ჯონსთან. ეს მსახიობის მეორე ქორწინებაა.  წინა ქორწინებიდან მას ჰყავს ვაჟი კემერონი, რომელიც 2010 წელს ნარკოტიკების შენახვისთვის დააკავეს და 5 წელი მიუსაჯეს, თუმცა დაკავებიდან ერთი წლის შემდეგ სასჯელი გაუხანგრძლივდა, რადგან აღიარა, რომ ნარკოტიკბს ციხეშიც მოიხმარდა. კემერონი ციხეს 2018 წელს დატოვებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი