ახალი ამბები

მდინარაძე : თუ კონსენსუსი მიღწეული არ იქნება, ჩვენ ვეტოს დაძლევაზე ვიფიქრებთ

4 ოქტომბერი, 2017 • 1908
მდინარაძე : თუ კონსენსუსი მიღწეული არ იქნება, ჩვენ ვეტოს დაძლევაზე ვიფიქრებთ

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმრავლესობას  შორის საკონნსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვეტოს დაძლევის შესახებ შეხვედრა გაიმართა. უმრავლსეობას სურს, რომ პრეზიდენტმა ვეტო მხოლოდ ორ ნაწილში, ბონუსის სისტემისა და ერთჯერადი ბლოკების  წინააღმდეგ გამოიყენოს, თუმცა გიორგი მარგველაშვილს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია

მამუკა მდინარაძე.

შეხვედრის შეფასებისას, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრა კონსტრუქციული იყო და პრეზიდენტი სხვადასხვა პარტიასთან შეხვედრებს განააგრძობს, რათა მიღებული გადაწყვეტილება მაქსიმალურად ახლოს იყოს კონსენსუსთან.

შეხვედრა იყო საინტერესო და კონსტრუქციული, მათ შორის საუბარი შეეხებოდა იმ ორ საკითხს, რომელიც არის დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებებთან. აღნიშნულ საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტი აგრძელებს პოლიტიკურ კონსულტაციებს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, მათ შორის-მმართველ პოლიტიკურ გუნდთანსაქართველოს პრეზიდენტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო საკითხებზე კონსენსუსის უზრუნველყოფა, პოზიციების დაახლოებათანხმობის დოკუმენტის კონსტიტუციის ირგვლივ ფართო კონსენსუსის უზრუნველყოფა. შესაბამისად, უახლოეს დღეებში საქართველოს პრეზიდენტის მხრიდანპრეზიდენტის გუნდის მხრიდან არ დააკლდება მცდელობა იმ მოქმედებებს, რომ პოზიციები მეტად იყოს დაახლოებული კონსენსუსისკენსაჭიროების შემთხვევაში შეხვედრა შედგება ყველასთან, მათ შორის- მმართველ პოლიტიკურ გუნდთან. დღევანდელი კონსტრუქციული შეხვედრის შემდგომ, ცხადია, კომუნიკაცია გრძელდება აღნიშნულ საკითხებზე.” – განაცხადა აბაშაშვილმა

შეხვედრას მმართველი გუნდიდან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე და გია ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ნინო გოგუაძე, სიმონ ნოზაძე, კახა ოქრიაშვილი და გიორგი გაჩეჩილაძე. 

ჟურნალისტებთან საუბრისას არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტი იზიარებს, რომ ზემოთ აღნიშნულ ორ საკითხთან დაკაშირებით კონსტიტუციაში ცვლილებები საჭიროა.

“ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. ჩვენ განვიხილეთ ახალი კონსტიტუცია და მასთან დაკავშირებული საკითხები. პრეზიდენტი ხედავს იმ პოზიტიურ ცვლილებებს, რომლებიც საკონსტიტუციურ რეფორმის შემდეგ მოხდა. და ასევე ეთანხმება, რომ ის ორი საკითხი, რომელზეც ვენეციის კომისიასთანაც შეთანხმება უკვე მიღწეულია, საჭიროა დროულად განხორციელდეს. ჩვენ დაველოდებით მისგან საბოლოო გადაწყვეტილებას, რომელიც უახლოეს დღეებში იქნება. პრეზიდენტი იზიარებს, რომ იმ ორი საკითხის ირგვლივ, ეს არის ბლოკის დატოვება ერთჯერადად და ბონუსის გაუქმება, ცვლილებები საჭიროა, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადებში მოხდეს.”- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ

მამუკა მდინარაძის თქმით კი, იმ შემთხვევაში, თუ კონსენსუსი მიღწეული ვერ იქნება, საპარლამენტო უმრავლესობა ვეტოს დაძლევაზე იფიქრებს.

“პრეზიდენტს დღეს საბოლოო გადაწყვეტილება არ გაუხმოვანებია, თუმცა ძალიან კარგია, რომ ყველა ვთანხმდებით, ეს არის ის ორი საკითხი, რომელიც სადავო არ არის. ახლა ჯერ პრეზიდენტზეა, გადაწყვეტს თუ არა, ეს ორი საკითხი, რომელზეც არსებობს კონსენსუსი, მათ შორის ვენეციის კომისიასთან, ასახოს შენიშვნებში.  იმ შემთხვევაში, თუ ეს კონსენსუსი არ იქნება გათვალისწინებული, ჩვენ, ბუნებრივია, ვიფიქრებთ ვეტოს დაძლევაზე. “

საქართველოს პარლამენტმა 26 სექტემბერს კონსტიტუცია მესამე მოსმენით მიიღო. პრეზიდენტს ათი დღის განმავლობაში აქვს უფლება, კონსტიტუციას მთლიანობაში ან მის ცალკეულ ნაწილებს ვეტო დაადოს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი