ახალი ამბები

დიდთოვლობის გამო თუშეთის გზა ჩაიკეტა

4 ოქტომბერი, 2017 • 2371
დიდთოვლობის გამო თუშეთის გზა ჩაიკეტა

თუშეთის გზა დაბალი ხილვადობისა და თოვლის გამო დაიკეტა – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტში ადასტურებენ,

მათივე ცნობით, დეპარტამენტი გზის გასაწმენდად მუშაობს.

მთის ამბების” ცნობით, რამდენიმე ადამიანი არის ჩარჩენილი აბანოს უღელტეხილის იქით, ე.წ. ციმბირთან, და გადაადგილებას ვერ ახერხებენ. ნეტგაზეთმა გზაში ჩარჩენილი ტურისტების შესახებ საგანგებო სიტუაციების სააგენტოს მიმართა, თუმცა მათ განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე, ინფორმაციას არ ფლობენ.

“თოვლისა და ნისლის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ30-კმ50 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. აღნიშნული გზის კმ1-კმ29 და კმ51-კმ72 მონაკვეთებზე დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა,”- ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი