ახალი ამბები

მარიამ ვალიშვილმა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის პოსტი დატოვა

4 ოქტომბერი, 2017 • 1945
მარიამ ვალიშვილმა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის პოსტი დატოვა

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ვალიშვილმა თანამდებობა დატოვა. როგორც ვალიშვილი ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებს, ეს გადაწყვეტილება თვითონ მიიღო და არავის გაუთავისუფლებია.

“დიახ, ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო. ძალიან ბევრი წელია ენერგეტიკის სამინისტროში ვარ. ვფიქრობ, რომ ცვლილებების დროა და ეს გადაწყვეტილება მივიღე. 9 წელიწადი რომ ვერ გამათავისუფლეს, ეს იმას ნიშნავს, რომ არც ახლა იყო მაგის მოტივაცია. ვფიქრობ, ცვლილებების დროა და მე მივიღე ეს გადაწყვეტილება”, – ამბობს მარიამ ვალიშვილი ნეტგაზეთთან და დასძენს, რომ რამდენიმე შემოთავაზება აქვს კერძო სექტორიდან, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. გადაწყვეტილებას კი კონსულტაციების შემდეგ მიიღებს.

ამჟამად ენერგეტიკის მინისტრს ორი მოადგილე ჰყავს: თორნიკე რიჟვაძე და რომეო მიქაუტაძე. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ასევე დატოვებული აქვს ირაკლი ხმალაძეს, რომელიც ამჟამად კახა კალაძის საარჩევნო გუნდის წევრია.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი