ახალი ამბები

2018 – რომელი სამინისტროს დაფინანსება გაიზრდება და შემცირდება [ინფოგრაფიკა]

4 ოქტომბერი, 2017 • 1897
2018 – რომელი სამინისტროს დაფინანსება გაიზრდება და შემცირდება [ინფოგრაფიკა]

2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ყველაზე მეტად დაფინანსება გაეზრდებათ ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს.

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში 111 200 000 ლარით უნდა გაიზარდოს. 2017 წლის ბიუჯეტში ჯანდაცვის სამინისტროსთვის 3 415 800 000 ლარია გამოყოფილი.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება 2018 წელს 571 150 000 ლარით გაიზრდება. 2017 წელს სამინისტროს გამოყოფილი აქვს 1,258,047,000 ლარი.

დაფინანსება გაეზარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 20 მილიონი ლარით.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება შემცირდა 46 000 000 ლარით.

ეკონომიკის სამინისტროს დაფინანსება 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში 116 617 000 ლარითაა შემცირებული. 2017 წლის საბიუჯეტო გეგმის მიხედვით სამინისტროს დაფინანსება 370,467,000 ლარითაა განსაზღვრული.

სამინისტროების დაფინანსების შესახებ დეტალურად ნახეთ ინფოგრაფიკა.

მასალების გადაბეჭდვის წესი