ახალი ამბები

უსუფაშვილი: მომავალი წელი საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის მნიშვნელოვანი იქნება

3 ივნისი, 2013 • 949
უსუფაშვილი: მომავალი წელი საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის მნიშვნელოვანი იქნება

დავით უსფაშვილმა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები, ვილნიუსის სამიტის შედეგები და კოაბიტაციის გაგრძელება, რომელიც, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დამთავრდება.

უსუფაშვილი და აპატურაი
უსუფაშვილი და აპატურაი

“ვისაუბრეთ პოსტსაარჩევნო გარემოზე, აპატურაი კარგად არის ჩახედული ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ძალიან საქმიანი საუბარი იყო, რომელიც შეეხებოდა მომავალს. ვინაიდან ორი–სამი კვირის შემდგომ საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩატარდება ნატოს ეგიდით. ამ კვირაშიც მიმდინარეობს ნატოს კვირეული, მაგრამ თვის ბოლოს ნატოს შტაბიდან და ნატოს წევრი ქვეყნებიდან ძალიან მაღალი რანგის სტუმრებს ველით,”– განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

ჯეიმს აპატურაის განცხადებით, როდესაც იგი უსუფაშვილს პირველად შეხვდა, იგი ოპოზიციაში იმყოფებოდა. დღევანდელ შეხვედრაზე მიულოცა მას მნიშვნელოვანი როლი, რასაც პარლამენტის თავმჯდომარეობა ანიჭებს. აპატურაის შეფასებით, მას და უსუფაშვილს შესანიშნავი დისკუსია გამოუვიდათ, სადაც საკითხების სრული სპექტრი განიხილეს. აპატურაიმ ქვეყანაში მიმდინარე კოაბიტაციის პროგრესზე გაამახვილა ყურადღება.

 

მისი თქმით,  ნატო მიესალმება პარლამენტში მიმდინარე კოაბიტაციას. ნატოს წარმოამდგენლის განცხადებით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარლამენტმა ნათელი გახადა, რომ ქვეყნის მთავარი საგარეო პოლიტიკური კურსი უცვლელი რჩება.

მასალების გადაბეჭდვის წესი