ახალი ამბები

ანონსი – 4 ოქტომბერი

3 ოქტომბერი, 2017 • 1999
ანონსი – 4 ოქტომბერი

წარმოგიდგენთ 4 ოქტომბერს დაგეგმილ ღონისძიებათა ანონსს:


08:40 საათზე, თბილისში, სასტუმრო „იოტაში“ ქართულ-იტალიური   ბიზნეს ფორუმი   გაიმართება,  რომელსაც მისასალმებელი  სიტყვით საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია და იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე ივან სკალფაროტო გახსნიან.


09:00 საათზე,  საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა საბურთალოს რაიონში, 61-ე საჯარო სკოლის ახალადაშენებულ შენობას გახსნის. ადგილი:  61საჯარო სკოლა. მისამართი: დოლიძის 3.


11:00 საათზე, სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერიაში” გაიმართება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამა eTwinning Plus”-ის საერთაშორისო სემინარი, რომელშიც ევროპის ქვეყნების განათლების სპეციალისტები და მასწავლებლები მონაწილეობენ. ღონისძიებას დაესწრება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური. ს რაიონში, 61-ე საჯარო სკოლის ახალადაშენებულ შენობას გახსნის. ადგილი:  61საჯარო სკოლა. მისამართი: დოლიძის 3.


11:00 საათზე, დევნილთა და განსახლების სამინისტროში პროფესიული განათლების ფორუმი გაიმართება, სადაც დევნილებს საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამების გაცნობისა და მათში ჩართვის შესაძლებლობა ექნებათ. ღონისძიებას დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი დაესწრება. მისამართი: დევნილთა სამინისტრო, თამარაშვილის ქუჩა 15ა


16:00 საათზე, „ფაბრიკას“ (ე. ნინოშვილის #8) საკონფერენციო დარბაზში გაიმართება „ლურჯი ოკეანის კლუბის“ პრეზენტაცია და ბიზნესღონისძიება, თემაზე „რეკლამა თანამედროვე სამყაროში“. ღონისძიების სპიკერები იქნებიან: თორნიკე გურული, გიორგი პოპიაშვილი და გიორგი ქვლივიძე.


19:00 საათზე, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში (რონდელის ფონდი) გაიმართება პროგრამის ,,საქართველოს საჯარო მოხელეთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდა გადაწყვეტილების მიღებასა და მოლაპარაკებების წარმართვის ტექნიკაში” 2016-2017 წწ. კურსის დახურვისა და რონდელის ფონდსა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) შორის საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია. მისამართი: შიო ჩიტაძის 3ა.


 

მასალების გადაბეჭდვის წესი