ახალი ამბები

უსუფაშვილი: ჩვენ დიცის ინციდენტს სხვანაირად მოვაგვარებთ

3 ივნისი, 2013 • 1029
უსუფაშვილი: ჩვენ დიცის ინციდენტს სხვანაირად მოვაგვარებთ

დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი

“პრემიერმაც ისაუბრა ამის თაობაზე. მე ვადასტურებს, რომ ჩვენი პოზიცია იქნება პრინციპული, მაგრამ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ასეთ საკითხებში სწორედ ნატოსთან და ჩვენს ევროპელ მეგობრებთან ერთად სინქრონულად უნდა ვიმოქმედოთ. არასინქრონულმა მოქმედებამ 2008 წლის აგვისტოში დაგვანახა, თუ რა შედეგი მოყვება ხოლმე ამას. ჩვენ სხვანაირად გავუმკლავდებით ამ მოვლენას,”– განაცხადა დავით უსუფაშვილმა დღეს ჯეიმს აპატურაისთან, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ.

 

შეხვედრაზე, რომელიც იუსტიციის სახლში გაიმართა, უსუფაშვილმა და აპატურაიმ დიცის ინციდენტზეც ისაუბრეს.

 

“მე მადლობა გადავუხადე აპატურაის იმ განცხადების გამო, რომელიც მან ამ საკითხზე გააკეთა. ეს განცხადება არის ნატოს პოზიცია და არა მხოლოდ მისი პერსონალური პოზიცია. ეს არის ასეთ საკითხებზე რეაგირების სწორი გზა,”– განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

უსუფაშვილმა შიდა ქართლში მომხდარი შემთხვევა ახალი ხელისუფლების პროვოცირების გარკვეულ მცდელობად შეაფასა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ რუსეთის საოკუპაციო ჯარის წარმომადგენლებმა შიდა ქართლში, საოკუპაციო ზოლის მიმდენარე სოფლებში მავთულხლართების გაბმა და ე.წ. საზღვრის მშენებლობა დაიწყეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი