აპატურაი: საქართველოს ნატოში გაწევრიანდება, როცა მზად იქნება ამისთვის

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპტურაიმ და ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში სახელმწიფო მინისტრმა, ალექსი პეტრიაშვილმა ქორდიარდ მერიოტში ნატოს კვირეულის განხსნამდე მედიასთან კომენტარები გააკეთეს. 

“ეს არის ჩემი მეორე შესაძლებლობა, გავხსნა ნატოს კვირეული ამ ქვეყანაში. საქართველომ მიაღწია სტაბილურ და უწყვეტ პროგრესს, რაც გულისხმობს რეფორმების გატარებას, ევროტლანტიკურ უსაფრთხოებაში წვლილის შეტანასა და ნატოსთან დააახლოებას. ძალიან სასიამოვნოა, რომ ახალი მთავრობა აგრძელებს ამ კუთხით ძველი მთავრობის მიერ დაწყებულ რეფორმებს სხვადასხვა მიმართულებით.  ასევე, კარგი ნაბიჯი იყო პარლამენტში ოპოზიციასთან ერთად იმ დოკუმენტზე შეთანხმება, რომლითაც გარანტირებულია საქართველოს მისწრაფება ნატოსკენ. საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, როგორ კი მზად იქნება ამისთვის,”- განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ. 

 

აპატურაის განცხადებით, მიუხედვად იმისა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ნატოში გაწევრიანებას, მაინც არის საჭირო ნატოს შესახებ ცნობიერების ამაღლება. როგორც მან თქვა, მის მშობლიურ კანადაში ნატოს მხარს მოსახლეობის 70% უჭერს, თუმცა ნატოს შესახებ ინფორმაცია მხოლოდ 20%-ს აქვვს. 

 

“კარგი იქნებოდა ნატოს კვირეული კანადაშიც ჩატარებულიყო.”

 

როგორც ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა, ნატოს კვირეულის განმავლობაში განხილული იქნება ორმხრივი თუ მრავალმხრივი  თანამშრომლობის ფარგლებში ძირითადი პერსპექტივები. 

 

“ჯემის აპატურაისთან ერთად კვლავ განვიხილავთ მომავალი ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტს საქართველოში, რომელიც მალე შედგება,”-განაცხადა პეტრიაშვილმა.


დღეს დილით პირველი ოფიციალური შეხვედრა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ აპატურაიმ განაცხადა:

“შესანიშნავი და პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა, განვიხილეთ საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხები. ჩვენ მივესალმებით საქართველოს პარლამენტის ჩართულობას ნატოს პროექტებში. ნატო მიესალმება კოაბიტაციას. სახელმწიფომ აჩვენა, რომ მისი მთავარი მოთხოვნები არ შეცვლილა და არ შეიცვლება ქვეყნის მისწრაფება ნატოსკენ.”

შეგახსენებთ, რომ ჯეიმს აპატურაი დღეს დილით ეწვია საქართველოს. თბილისის აეროპორტში ჩამოსვლისას მან განაცხადა, რომ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, გარდა იმისა, რომ გახსნის ნატოს კვირეულს, ასევე, ჩაერთვება ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს საქართველოში ვიზიტის მომზადების პროცესში. აპატურას თქმით, ეს ვიზიტი სამ კვირაში შედგება.


ჯეიმს აპატურაი
ჯეიმს აპატურაი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge