ახალი ამბები

ომბუდსმენი: ენმ-ის აქციაზე რამდენიმე დაკავებულს დაზიანები აღენიშნება

3 ოქტომბერი, 2017 • 1392
ომბუდსმენი: ენმ-ის აქციაზე რამდენიმე დაკავებულს დაზიანები აღენიშნება

სახალხო დამცველის თქმით, გუშინ, 2 ოქტომბერს თბილისის მერიასთან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებულ აქციაზე დაკავებულებს დაზიანებები აღენიშნებათ, რაც ნანუაშვილის თქმით, საგამოძიებო ორანოებმა უნდა შეისწავლონ:

“ჩვენ მიერ არის გამოთხოვილი ყველა ის დოკუმენტაცია, რომლითაც ჩვენ მოგვეცემა შესაძლებლობა, სრულად შევისწავლოთ აღნიშნული საქმე. და ის, რომ რამდენიმე დაკავებულს აქვს დაზიანებები და ის, რომ ერთ-ერთ მათგანს გაუკეთეს ფიქსატორი, რომელიც 10 დღე უდნა ატაროს – ეს მიუთითებს იმაზე, რომ აქციის დაშლის დროს რამდენიმე დაკავებულს რეალურად მიადგა გარკვეული დაზინაება და ეს შესასწავლია საგამოძიებო ორგანოების მხრიდან” – ამბობს სახალხო დამცველი.

უჩა ნანუაშვილმა ყურადღება გაამახვილა ენმ-ის დეპუტატებისთვის მერიის შენობაში შესვლაში ხელის შეშლაზეც. ომბუდსმენის თქმით, ამით დეპუტატების უფლებები დაირღვა:

“დეპუტატებს აქვთ შესაძლებლობა, შევიდნენ ყველა ადმინისტრაციულ ორგანოში და ამ შემთხვევაში მათი უფლება არის დარღვეული” – ამბობს სახალხო დამცველი.

გუშინ ენმ-ის საპროტესტო აქცია თბილისის მერიასთან დაპირისპირებითა და დაკავებებით დასრულდა. შსს-ის განცხადებით, დააკავეს 6 ადამიანი. როგორც აქციის მონაწილეები ამბობდნენ, ისინი მერიის მაღალჩინოსნებთან მოითხოვდნენ შეხვედრას და პასუხებს საკრებულოს 29 სექტემბრის გადაწყვეტილების შესახებ, რომლის მიხედვითაც, თავისუფლების მოედანზე, პანორამა თბილისის მიმდებარედ, მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად 1946 მ2-ის ფართობის მიწის ნაკვეთს ფუნქციური ზონის სტატუსი შეუცვალეს, რათა იქ მშენებელობა შესაძლებლი გახდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი