ახალი ამბები

პრემიერი: რაკი ბიძინა ივანიშვილია, არ ამოვიღოთ ხმა და არ დავიცვათ ინვესტიცია, არასწორია

3 ოქტომბერი, 2017 • 2128
პრემიერი: რაკი ბიძინა ივანიშვილია, არ ამოვიღოთ ხმა და არ დავიცვათ ინვესტიცია, არასწორია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კირიკაშვილი მოუწოდებს მინისიტრთა კაბინეტის წევრებს, რომ საჭიროა უფრო თამამად ვუთხრათ მოსახლეობას სიმარლე და რახან საქმე ბიძინა ივანიშვილს ეხება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ინვესტიციების დასაცავად ხმა არ უნდა ამოიღონ.

პრემიერმა მთავრობის სხდომაზე ხანგრძლივად ისაუბრა ივანიშვილთან დაკავშირებულ საკითხებზე.

საქმე ეხება საკრებულოს მიერ ბიძინა ივანიშვილის კომპანიისა და “პანორამა თბილისის” სასარგებლოდ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელსაც საკრებულოში ხმაური, ხოლო 2 ოქტომერს მერიასთან “ნაციონალური მოძრაობის” აქცია, ქუჩის გადაკეტვა და რამდნეიმე ადამიანის დაკავება მოჰყვა.

” მინდა, ჩვენი გუნდის წევრებს მივმართო – როდესაც შენ მართალი ხარ, ცოტა უფრო თამამად არის საჭირო ამ სიმართლის თქმა. არავის უნდა მოერიდოს, რომ ვთქვათ, რაზეა საუბარი. საუბარია მილიარდ ლარზე მეტ ინვესტიციაზე. ჩვენ ინვესტორები გვჭირდება და რაკი ბიძინა ივანიშვილია, არ ამოვიღოთ ხმა და არ დავიცვათ ინვესტიცია, ვფიქრობ, ეს არასწორია. საუბარია იმაზე, რომ 20 ათასი ადამიანი საქმდება დღეს ამ ინვესტიციებზე – თბილისში, გურიაში, სამეგრელოში, აჭარაში. 680 მილიონ დოლარზე მეტია მთლიანად ინვესტიცია, ეს მილიარდ-ნახევარ ლარზე მეტია და რა ვქნათ, გავაჩეროთ ინვესტიცია, გადავკეტოთ ქალაქი იმიტომ, რომ ხუთი ნევროზიანი პოლიტიკოსი გამოდის, აბრიალებს თვალებს და ყვირის,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კვირიკაშვილის თქმითვე, ბიძინა ივანიშვილი არ იმსახურებს იმას, რასაც იღებს, და პოლიტიკოსები უნდა ეცადონ, რომ სიმართლე ხალხს მაქსიმალურად დაანახონ.

“მინდა, ჩვენი გუნდის წევრებს მივმართო, ცოტა გავამხნევო ისინი – სიმართლე არის ჩვენს მხარეს. ჩვენ არაფერი გვაქვს თავის სამართლებელი. ყველაფერი იდეალურად არ არის, ზოგჯერ ყველაფერი აღმავალია, ზოგჯერ არის ჩავარდნა, მაგრამ მიმართულება, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ აიღო, არის სწორი. ცოტა თამამად ვუთხრათ სიმართლე ჩვენს მოსახლეობას. ეს ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი არ იმსახურებს იმას, რასაც იღებს. ეს არის უდიდესი უსამართლობა და მინდა ვთქვა, რომ სიმართლე ყოველთვის თავისას გაიტანს. სიმართლე არის ერთი რამ – თბილისში კეთდება ისტორიული პროექტი, რომელიც შექმნის მართლაც ანალოგის არმქონე, ყველასათვის ხელმისაწვდომ მწვანე სივრცეს, სასეირნო თუ სარბენი ბილიკებით,  რეკრეაციული სივრცით, და ჩვენ ამაზე უარი ვთქვათ იმიტომ, რომ ნევროზიანი პოლიტიკოსების აზრი გავითვალისწინოთ, მე ამას არავითარ შემთხვევაში არ დავთანხმდები და ჩვენი გუნდის არც ერთი წევრი ამას არ დათანხმდება,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილი შეეხო საკრებულოს გადაწყვეტილებებს როგორც სოლოლაკის ქედზე, ასევე, პუშკინის სკვერთან დაკავშირებით.

“ამბობენ, რომ პუშკინის სკვერის მითვისება უნდა ბიძინა ივანიშვილს, რათა პუშკინის სკვერის მიმდიებარე ტერიტორიაზე აშენდეს პარკინგი.  როდესაც დღეს მერია სანთლით ეძებს ადამანებს, რომლებიც თბილისში 10 პარკინგს ააშენებენ და, სამწუხაროდ, დღეს რადგანაც პარკინგი ვერ გახდა ბიზნესი, რადგან მისი ღირებულება არაა ისეთი, როგორც მსოფლიოს წამყვან ქალაქებში, ამიტომ პარკინგი ძალიან გვჭირდება. ეს ადამიანი, პრაქტიკულად, არაკომერციულ საწყისებზე აშენებს ორჯერ მეტ პარკინგს, ვიდრე ეს სჭირდება იქ მშენებარე სასტუმროს. საუბარია პუშკინის სკვერის მიმდებარე მიწისქვეშა ტერიტორიაზე, სადაც უნდა აშენდეს ეს პარკინგი… და კიდევ, ბოტანიკური ბაღის მითვისება უნდაო. ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, არა ბიტანიკურ ბაღში, საჭირო არის სულ რამდენიმე ასეული კვადრატული მეტრის დამატება იმისათვის, რომ ეს გახრიოკებული ფერდობები, რომელიც არის ბოტანიკური ბაღიდან წავკისამდე, სადაც არის გათვალისწინებული პროექტის მშენებლობა, გამწვანდეს და მოირწყას. ტყუილსაც აქვს თავისი ზღვარი,”- განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი