კვირიკაშვილი ოპოზიციაზე: ხუთი ნევროზიანი პოლიტიკოსი გამოდის, აბრიალებს თვალებს და ყვირის

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთვრობის დღევანდელ სხდომაზე “ნევროზიანები” უწოდა პოლიტკოსებს, რომლებმაც “პანორამა თბილისის” მშენებლობასთან დაკავშირებით საკრებულოს ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები გააპრიტესტეს.

საქმე ეხება საკრებულოს მიერ ბიძინა ივანიშვილის კომპანიისა და “პანორამა თბილისის” სასარგებლოდ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელსაც საკრებულოში ხმაური, ხოლო 2 ოქტომერს მერიასთან “ნაციონალური მოძრაობის” აქცია, ქუჩის გადაკეტვა და რამდნეიმე ადამიანის დაკავება მოჰყვა.

“არსებობს პოლიტიკური უსინდისობა და არსებობს ადამიანური უსინდისობა, არსებობს ამ ყველაფრის ზღვარი. რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის ყველაფერი ამ ზღვარს იქით გადასული ადამიანები. მე მათ პოლიტიკოსებსაც ვერ დავარქმევ იმიტომ, რომ ისინი არიან აშკარად წარსულის პოლიტიკოსები, გაკოტრებული პარტიის და გაკოტრებული ლიდერის მიმდევრები, რომლებიც ცდილობენ, რომ აი, ამ ტყუილებით და უსინდისობით მიიპყრონ კიდევ ყურადღება… ტყუილების კასკადი 2011 წელს დაიწყო და დღემდე მოდის. ჯერ იყო, რომ ვართ პრორუსები, ვერავინ ვერ დააჯერეს… ამას შემდეგ მოჰყვა მთელი კასკადი ტყუილების, გაკოტრდნენ პრაქტიკულად და ვერაფერი რომ ვეღარ გაუკეთებიათ, რაღაცით ხომ უნდა მიიპყრონ ყურადღება არჩევნების წინ. და რა ვქნათ, გავაჩეროთ ინვესტიციები, გადავკეტოთ ქალაქი იმიტომ, რომ ხუთი ნევროზიანი პოლიტიკოსი გამოდის, აბრიალებს თვალებს და ყვირის,”- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა

კვირიკაშვილის განცხადებით, თბილისში კეთდება ისტორიული პროექტი, რომელიც შექმნის “ანალოგის არმქონე, ყველასათვის ხელმისაწვდომ მწვანე სივრცეს, სასეირნო თუ სარბენი ბილიკებით,  რეკრეაციული სივრცით” და ამაზე უარს არ იტყვიან ნევროზიანი პოლიტიკოსების აზრის” გამო.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი