ახალი ამბები

კალაძის თქმით, ივანიშვილზე მიზანმიმართულ დეზინფორმაციაზე პასუხის გამცემი არავინაა

3 ოქტომბერი, 2017 • 1946
კალაძის თქმით, ივანიშვილზე მიზანმიმართულ დეზინფორმაციაზე პასუხის გამცემი არავინაა

“ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს მიერ ბიძინა ივანიშვილის კომპანიის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ოპოზიცია მიზანმიმართულ ტყუილებს ავრცელებს ამ საკითხზე და ივანიშვილი თბილისის ტერიტორიებს არ ითვისებს.

“მიზანმიმართულად მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაცია. ის გახლავთ ადამიანი, რომელიც ძალიან დიდ ინვესტიციებს ახორციელებს ქვეყანაშაში, ეს ძალაინ მნიშვნელობანია, ზოგადად, ჩვენი ქვეყნისთვის, ზოგადად, ქვეყნის წინსვლისვის” – განავხადა კალაძემ.

კალაძის თქმითვე, ამ მიზანმიმართულ კამპანიაზე პასუხის გამცემი არავინაა.

“ჩემი მერობის პირობებში დავასრულებ ასეთ მიდგომებს, რომ ასე მიზანმიმართულად ხდება დეზინფორმაციის გავრცელება და პასუხის გამცემიც არ არიან ადამაინები, ეს ძალიან საწყენია. ვერავინ შეაჩერებს განვითარებას, ვერავინ შეაჩერებს წინსვლას და ამ მიმართუებით ძალიან ბევრი პროექტები იქნება მომავალში განხორციელებული,”- განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, “პანორამა თბილისის” მშენებლობაში 15 ათასი ადამიანი არის დასაქმებული და 400 მილიონი დოლარი იხარჯება. ის”ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება ევროპაში”.

მასალების გადაბეჭდვის წესი