საგამოძიებო

სახელმწიფო ქონების თაღლითურად მითვისებაზე 14 პირს ბრალი წაუყენეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობის ქონების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით 14 პირი პასუხისგებაში მიეცა.

როგორც საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, ბრალდებულებმა სხვადასხვა პერიოდში,დაამზადეს 1997 – 1998 წლებით დათარიღებული ყალბი მიღება – ჩაბარების აქტები, რომლის თანახმად, მათ სახელმწიფოსგან საკუთრებაში გადაეცათ მიწის ნაკვეთები.

“გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებით, ბრალდებულმა პირებმა საკუთრებად დაარეგისტრირეს სოფელ ნატახტარში, საგურამოსა და სოფელ დიღომში, საერთო ჯამში, 45 650 კვ.მ მიწის ფართობი. მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ქონების ღირებულება დაახლოებით ერთ მილიონ ლარს შეადგენს” – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება არაერთგზის) და 180-ე მუხლის მესამე ნაწილით, (თაღლითობა) რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  6-დან  9 წლამდე ვადით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი