ახალი ამბები

ანონსი – 3 ოქტომბერი

3 ოქტომბერი, 2017 • 2174
ანონსი – 3 ოქტომბერი

წარმოგიდგენთ 3 ოქტომბერს დაგეგმილ ღონისძიებების ანონსს:

 

09:00 საათზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის საერთაშორისო ფორუმს – “საჯარო შესყიდვების თანამედროვე ელექტრონული სისტემები” გახსნიან. ადგილი: სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტი”. საკონტაქტო პირი: მარტა ქარუმიძე – 599585688.

10:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული სპექტაკლების პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან: კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, თბილისის მერი დავით ნარმანია, ფესტივალის დირექტორი ეკა მაზმიშვილი, ასევე, სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალის დირექტორები, პროდიუსერები და კრიტიკოსები.

11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი შეხვდება მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელ ჰარლემ დეზირს და მის თამნხლებ პირებს: ანა ლუბლანდსა და აიდარ ბოტაგაროვს. ადგილი: თბილისი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის სათათბირო ოთახი.

11:00 საათზე, ადამიანის უფლებათა ცენტრი გამართავს კვლევის პრეზენტაციას – “მოწმის დაკითხვის ახალი წესის კვლევა”. პრეზენტაციაზე უზრუნველყოფილი იქნება ინგლისურ ენაზე სინქრონული თარგმანი. ადამიანის უფლებათა ცენტრმა კვლევა მოამზადა პროექტის – “მოწმის დაკითხვის ახალი წესის კვლევა საქართველოში” – ფარგლებში. პროექტი განხორციელდა ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით. მისამართი: თბილისი, რუსთაველის გამზირი N13, სასტუმრო “თბილისი მარიოტის” წვეულებათა დარბაზი.

11:00 საათზე, სახალხო დამცველი არასათანადო მოპყრობის პრევენციის მიზნით საინფორმაციო კამპანიის “საზოგადოება წამების წინააღმდეგ” დაწყების პრესკონფერენციას გამართავს. პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება კამპანიის ფარგლებში მომზადებული ვიდეორგოლი. მისამართი: ნ. რამიშვილის N6.

11:00 საათზე, სასტუმრო “იოტაში” გაიმართება ერთობლივი პრესკონფერენცია, სადაც მიმდინარე წლის სექტემბრის თვის, ასევე 2017 წლის 9 თვის ტურისტული მაჩვენებლები და მთის კურორტებზე გაწეული საქმიანობის ანგარიში იქნება წარმოდგენილი. პრესკონფერენციას ჩაატარებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და მთის განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი ალექსანდრე ონოფრიშვილი. მისამართი: თბილისი, ლერმონტოვის N10.

11:00 საათზე, დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის დირექტორი, სეისმოლოგი თეა გოდოლაძე პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ქაოსური მშენებლობა დედაქალაქში, სეისმური საფრთხეები და არსებობს თუ არა პრობლემის გადაჭრის ალტერნატივა. მისამართი: ნუცუბიძის ქ. N14ბ, I სადარბაზო, II სართული. საკონტაქტო ტელეფონი: 599726565.

11:30 საათზე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ნუკრი ქანთარია პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: კოსტიტუცია, ვეტო, 2016 წლის სამთავრობო ბოუჯეტის ზრდა და მთავარი გამოწვევები. მისამართი: ნუცუბიძის ქ. N14ბ, I სადარბაზო, II სართული. საკონტაქტო ტელეფონი: 599726565.

12:00 საათზე, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება – დღის წესრიგი. ადგილი: თბილისი, პარლამენტში ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული).

12:00 საათზე, თბილისის იუსტიციის სასწავლო ცენტრში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში უფასო ტრენინგი ჩატარდება. სწავლება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელიც გაივლის რეგისტრაციას ამ ბმულზე. თითოეულ ჯგუფში მონაწილედ შეირჩევა პირველი 20 დარეგისტრირებული პირი. მთლიანობაში,6 თვის განმავლობაში, ტრენინგები თბილისის იუსტიციის სასწავლო ცენტრში და საქართველოს ყველა რეგიონში არსებულ იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში ჩატარდება. ჯამში სწავლებას 2500 პირი გაივლის.

12:00 საათზე, “რეპორტიორის” პრესკლუბში, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ეროვნული კომიტეტის პრეზიდენტი იმედა ხუციშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: ოლიმპიური კომიტეტის სადავო სესია. მისამართი: იოსებიძის ქუჩა N57, I სართული.

12:00 საათზე, “დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს” ლიდერები, კახა კუკავა და დიმიტრი ლორთქიფანიძე ბრიფინგს გამართავენ. თემა: “დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს” კანდიდატებზე განხორციელებული ზეწოლა. საკონტაქტო ტელეფონი: 599272987.

14:00 საათზე, სასტუმრო “ვერე პალასში” გაიმართება პრესკონფერენცია, თემაზე: თბილისის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების გადაუდებლად განსახორციელებელი ღონისძიების – კოლექტიური საკვამლე მილების დამონტაჟება. მისამართი: ქუჩიშვილის ქ. N24/8. საკონტაქტო პირი: ნელი ვერულავა – 599961157.

15:00 საათზე, საინფორმაციო ცენტრში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, პროექტის “ახალგაზრდა ევროპელი ელჩები” ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის განკუთვნილ ტრენერთა სკოლის გახსნას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი დაესწრება და მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. მისამართი: დადიანის ქ.N2/1.

16:00 საათზე, ღია მმართველობის სფეროში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებმაც თბილისის მერობის კანდიდატებს “ღია მმართველობის პარტნიორობის” დეკლარაციაზე ხელმოწერისთვის მიმართეს, პრესკონფერენციას გამართავენ და გაასაჯაროებენ, თუ რომელი კანდიდატები შეუერთდნენ დეკლარაციას. პრესკონფერენცია ფონდის – “ღია საზოგადოება – საქართველო” ოფისში გაიმართება და მასში მონაწილეობას ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” და ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” წარმომადგენლები მიიღებენ.

18:00 საათზე, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი და ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო” “ფაბრიკა ჰოსტელის” IMPACT HUB-ში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული რაოდენობრივი კვლევის შედეგებს წარადგენენ, რომელიც საქართველოში განათლებასა და დასაქმებას შორის კავშირს ეხება. მისამართი: ნინოშვილის ქ. N8. საკონტაქტო პირი: ანა ტოკლიკიშვილი – 595221999.

მასალების გადაბეჭდვის წესი