ახალი ამბები

შსს: ენმ-ის აქციაზე პოლიციამ 6 ადამიანი დააკავა

2 ოქტომბერი, 2017 • 1517
შსს: ენმ-ის აქციაზე პოლიციამ 6 ადამიანი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსიტროს განცხადებით, დღეს, 2 ოქტომბერს თბილისის მერიასთან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებულ აქციაზე პოლიციამ 6 ადამიანი დააკავა.

შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდიანრეობს, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

“მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს ქალაქ თბილისის მერიასთან გამართულ არასანქცირებულ აქციაზ, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის მერობის კანდიდატმა, ამავე პარტიის წევრებმა და მხარდამჭერებმა მერიის ადმინისტრაციულ შენობაში ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით შეჭრა სცადეს. ამასთან, აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს, რის შედეგადაც, კოსტავას გამზირზე მოძრაობა პარალიზებული აღმოჩნდა. საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყვნენ შსს-ს საპატრულო პოლიციის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

თბილისის მერიასთან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” (ენმ) აქცია მიმდინარეობდა. პარტიის წარმომადგენლები, პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, კორდონის გარღვევას და შენობაში შესვლას ცდილობენ. აქციის მონაწილეებს შარტავას ქუჩა ნაწლობრივ გადაკეტილი ჰქონდათ.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ისინი მერიის მაღალჩინოსნებისგან მოითხოვენ, შეხვდნენ ენმ-ის წარმომადგენლებს და უპასუხონ მათ კითხვებს საკრებულოს 29 სექტემბრის გადაწყვეტილების შესახებ, რომლის მიხედვითაც, თავისუფლების მოედანზე, პანორამა თბილისის მიმდებარედ, მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად 1946 მ2-ის ფართობის მიწის ნაკვეთს ფუნქციური ზონის სტატუსი შეუცვალეს, რათა იქ მშენებელობა შესაძლებლი გახდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი