ახალი ამბები

დაკავებების შემდეგ, თბილისის მერიასთან პოლიციამ გზა გახსნა

2 ოქტომბერი, 2017 • 1392
დაკავებების შემდეგ, თბილისის მერიასთან პოლიციამ გზა გახსნა

დაკავებების შემდეგ, თბილისის მერიის მიმდებარედ, შარტავას ქუჩაზე პოლიციამ საავტომობილო გზა გახსნა. აქციის მსვლელობისას დააკავეს აქციის რამდნეიმე მონაწილე. ჯერჯერობით პარტიის წევრებმაც არ იციან, გააგრძელებენ თუ არა პროტესტს ამჯერად უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.

პოლიციის დიდი ნაწილიც ჯერ კიდევ მერიის წინ არის მობილიზებული, თუმცა კორდონები მათაც მოხსნეს. ამ დროისთვის გზის ორივე სავალი ნაწილი გახსნილია და ავტომობილებს გადაადგილება შარტავას ქუჩაზე ყველა მხრიდან შეუძლიათ.

თბილისის მერიასთან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” (ენმ) აქცია მიმდინარეობდა. პარტიის წარმომადგენლები, პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, კორდონის გარღვევას და შენობაში შესვლას ცდილობენ.

პლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა. აქციის მონაწილეების ცნობით, დაკავებულია 3 ადამიანი. “ნეტგაზეთი” ინფორმაციის გადამოწმებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ისინი მერიის მაღალჩინოსნებისგან მოითხოვენ, შეხვდნენ ენმ-ის წარმომადგენლებს და უპასუხონ მათ კითხვებს საკრებულოს 29 სექტემბრის გადაწყვეტილების შესახებ, რომლის მიხედვითაც, თავისუფლების მოედანზე, პანორამა თბილისის მიმდებარედ, მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად 1946 მ2-ის ფართობის მიწის ნაკვეთს ფუნქციური ზონის სტატუსი შეუცვალეს, რათა იქ მშენებელობა შესაძლებლი გახდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი