ახალი ამბები

თბილისის მერიასთან ენმ-ის აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს

2 ოქტომბერი, 2017 • 1825
თბილისის მერიასთან ენმ-ის აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს

თბილისის მერიასთან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებულ აქციაზე აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. აქციის მონაწილეების ცნობით, დაკავებულია 3 ადამიანი, მათ შორის, ენმ-ის წევრი ლევან ხაბეიშვილი, რომელიც 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პარტიის მიერ წარდგენილი თბილისის საკრებულოს პროპორციულ სიაში მესამეა. “ნეტგაზეთი” ინფორმაციის გადამოწმებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.

პოლიციამ აქციის მონაწილეებს შენობის შესასვლელი ძალის გმაოყენებით დაატოვებინა. ამჟამად დედაქალაქის მერიის შენობის შესასვლელი პოლიციას აქვს დაკავებული და ჟურნალისტებს და აქციის მონაწილეებს მასთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ.

პარტიის წარმომადგენლები, პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, კორდონის გარღვევას და შენობაში შესვლას ცდილობდნენ.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ისინი მერიის მაღალჩინოსნებისგან მოითხოვენ, შეხვდნენ ენმ-ის წარმომადგენლებს და უპასუხონ მათ კითხვებს საკრებულოს 29 სექტემბრის გადაწყვეტილების შესახებ, რომლის მიხედვითაც, თავისუფლების მოედანზე, პანორამა თბილისის მიმდებარედ, მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად 1946 მ2-ის ფართობის მიწის ნაკვეთს ფუნქციური ზონის სტატუსი შეუცვალეს, რათა იქ მშენებელობა შესაძლებლი გახდეს.

მერიის შენობაში შესვლას ცდილობდენ ნიკა მელია და პარტიის სამი დეპუტატი საკრებულოში, თუმცა ამის საშუალება მათ პოლიციამ არ მისცა. მათ შენობის შესასვლელთან კორდონი ჰქონდათ მოწყობილი.

როგორ პარტიის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი ამბობს, აქციის მიზანია, საკრებულოს გადაწყვეტილების აღსრულების საშუალება მერიას არ მისცენ. აქციის მონაწილეებმა მერიის მიმდებარედ, შარტავას ქუჩა ნაწილობრივ გადაკეტეს. ისინი დავით ნარმანიასთან შეხვედრას ითხოვენ.

“ჩვენ დღეს აქ შევიკრიბეთ მხოლოდ ერთი მიზნით, არ მივცეთ საშუალება თბილისის მერიას, აღასრულოს ის უკანონო გადაწვყეტილება, რომელიც თბილისის საკრებულოს სამარცხვინო უმრავლესობამ სამარცხვინო ვითარებაში მიიღო რამდენიმე დღის წინ […]. რა იყო მაშინ ჩვენი მოთხოვნა, რომ დღის წესრიგიდან ამოეღოთ ეს საკითხი დ ისე გაეგრძელებინათ მუშაობა. [თუმცა] ვერ გაუბედეს ბატონს, რომ რამდენიმე დღით მაინც გადაედოთ ეს საკითხი. იმ დღეს თბილისელებს თავს ლაფი დაგვასხეს, მაგრამ არავის ეგონოს რომ თბილისი ამას მოითმენს” – ამბობს უდუმაშვილი.

აქციის მონაწილეები თბილისის მოქმედ მერთან, დავით ნარმანიასთან შეხვედრას ითხოვდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი