ახალი ამბები

ალეკო ელისაშვილმა თბილისის საკრებულო დატოვა

2 ოქტომბერი, 2017 • 3634
ალეკო ელისაშვილმა თბილისის საკრებულო დატოვა

დღეს, 2 ოქტომბერს, საკრებულოს დეპუტატმა და მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა საკრებულო დატოვა.

“დღეს მე დავტოვე საკრებულო, იქიდან გამომდინარე, რომ ერთი კაცის ინტერესის გამტარებელი ორგანიზაცია ვერ იქნება სახელმწიფო ინსტიტუტი. ბოლო დღეების განმავლობაში ოპოზიციური პარტიების მიერ საკრებულოში აქტიურობა რეალურად არის ბრძოლა მეორე ადგილისთვის მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებში. მე პრინციპულად არ ჩავერთვები ამ ბრძოლაში, რადგან მე არჩევნებში მონაწილეობას ვიღებ არა მეორე ადგილისთვის, არამედ გამარჯვებისთვის”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა

ელისაშვილმა მოუწოდა საკრებულოს სხვა დეპუტატებს, რომ დატოვონ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო

“მიიღეთ ეს გამოწვევა და დატოვეთ საკრებულო ქართული ოცნების ნოტარიუსის როლში. საკრებულო უნდა ეკუთვნოდეს ხალხს და არა რომელიმე ერთ კაცს”, – განაცხადა ელისაშვილმა.

ელისაშვილმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საკრებულომ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიების სასარგებლოდ მიწის ორ ნაკვეთს, სულ 6600 მ2-ის ფართობის მიწის ნაკვეთს, ზონალური სტატუსი შეუცვალა, რათა იქ მშენებლობა გახდეს შესაძლებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი