ახალი ამბები

სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შესაძენად 20 მილიონი ლარი დაიხარჯება – 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი

2 ოქტომბერი, 2017 • 2276
სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შესაძენად 20 მილიონი ლარი დაიხარჯება – 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი

2018 წლის ბიუჯეტის პროექტით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 605 მილიონი ლარი, მათ შორის, 20 მილიონი ლარი გათვალისწინებულია სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შესყიდვისთვის.

დაახლოებით 20 მილიონითვე არის გაზრდილი სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბიუჯეტი. კერძოდ, ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 2016 წლის ფაქტობრვი ხარჯი 58. 918 მილიონი ლარი იყო, 2017 წლის გეგმა –  58. 050 მილიონი ლარი, ხოლო 2018 წელს  78. 100 მილიონი ლარი იქნება.

2017 წლის აგვისტო-სექტემბერში საქართველოში არაერთი ხანძარი მოხდა. მათ შორის, ბორჯომსა და აბასთუმანში მომხდარ მასშტაბურ ხანძრებს საქართველო მეზობელი ქვეყნების – თურქეთის, ბელორუსიის, სომხეთის, აზერბაიჯანის ტექნიკის დახმარებითაც ებრძოდა. ბორჯომში ხანძირის ჩაქრობისას საქართველოს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა “მი-8”-მ ავარიული დაშვება განახორციელა და წყალში ჩავარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი