ახალი ამბები

თბილისის მერიასთან ენმ-ის აქცია მიმდინარეობს

2 ოქტომბერი, 2017 • 1946
თბილისის მერიასთან ენმ-ის აქცია მიმდინარეობს

თბილისის მერიასთან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მხარდამჭერები აქციას მართავენ. როგორ პარტიის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი ამბობს, აქციის მიზანია, საკრებულოს  გადაწყვეტილების აღსრულების საშუალება მერიას არ მისცენ. აქციის მონაწილეებმა მერიის მიმდებარე შარტავას ქუჩა ნაწილობრივ გადაკეტეს. ისინი დავით ნარმანიასთან შეხვედრას ითხოვენ.

“ჩვენ დღეს აქ შევიკრიბეთ მხოლოდ ერთი მიზნით, არ მივცეთ საშუალება თბილისის მერიას, აღასრულოს ის უკანონო გადაწვყეტილება, რომელიც თბილისის საკრებულოს სამარცხვინო უმრავლესობამ სამარცხვინო ვითარებაში მიიღო რამდენიმე დღის წინ […]. რა იყო მაშინ ჩვენი მოთხოვნა, რომ დღის წესრიგიდან ამოეღოთ ეს საკითხი დ ისე გაეგრძელებინათ მუშაობა. [თუმცა] ვერ გაუბედეს ბატონს, რომ რამდენიმე დღით მაინც გადაედოთ ეს საკითხი. იმ დღეს თბილისელებს თავს ლაფი დაგვასხეს, მაგრამ არავის ეგონოს, რომ თბილისი ამას მოითმენს” – ამბობს უდუმაშვილი.

აქციის მონაწილეები თბილისის მოქმედ მერთან, დავით ნარმანიასთან შეხვედრას ითხოვდნენ:

“დღეს ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის, თბილისის მერიამ უარი თქვას ამ გადაწყვეტილების აღსრულებაზე. ჩვენ ნახევარ საათს ვაძლევთ დროს თბილისის მერიას, რომ ჩამოვიდეს ბატონი მერი და თბილისელებს უთხრას საკუთარი გადაწყვეტილება” – თქვა აქციის მსვლელობისას ენმ-ის თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა.

თუმცა ნახევარსაათიანი ვადის გასვლის შემდეგ აქციის მონაწილეებთან დავით ნარმანია არ ჩასულა. როგორც ზაალ უდუმაშვილი ამბობს, აქციის მონაწილეები მანამდე არ დაიშლებიან, სანამ ნარმანიასთან შეხვედრა არ შედგება. დედაქალაქის მერთან შესახვედრად მერიის შენობაში ენმ-ის საკრებულოს დეპუტატები და პარლამენტის წევრები შეეცდებიან შესვლას, რათა პირადად დაელაპარაკონ მერიის მაღალჩინოსნებს.

ენმ-ის აქცია მერიასთან 10.02.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

29 სექტემბერს საკრებულომ მხარი დაუჭირა თავისუფლების მოედანზე, პანორამა თბილისის მიმდებარედ, მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად 1946 მ2-ის ფართობის მიწის ნაკვეთისთვის ფუნქციური ზონის სტატუსის შეცვლას, რათა იქ მშენებელობა შესაძლებლი გახდეს. ასევე საკრებულომ მიიღო მეორე გადაწყვეტილება, რომლითაც 4 700 მ2-ის ფართობს მიწის ნაკვეთს შეუცვალა ზონალური სტატუსი, რათა იქ შესაძლებელი გახდეს მშენებლობა. საქმე ეხება “თაბორი რიზორთსის” 40 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთის მიმდებარედ არსებულ მიწის ნავკეთს, სადაც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას გოლფის მოედნების მოსარწყავად საირიგაციო ნაგებობის აშენება სურს. ორივე მიწის ნაკვეთი თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი