2 ოქტომბერი

ანონსი – 2 ოქტომბერი

წარმოგიდგენთ 2 ოქტომბერს გასამართ ღონისძიებათა ანონსს:


09:00 საათზე, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება. მისამართი: გორგასლის 24ა, იუსტიციის სამინისტრო.


11:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება პრესკონფერენცია, რომელსაც გაუძღვებიან საქართველოს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, იტალიის რესპუბლიკის ელჩი საქათველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი, ეკონომიკის სამინისტროს ქვეყნის ბრენდის განვითარების დეპარტამენტის უფროსი მაია გიორგაძე და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე. თემა: ბოტიჩელის ,,ვენერა’’   და   კარავაჯოს   ნამუშევრების   რეპროდუქციები   საქართველოს   ეროვნული   მუზეუმის დიმიტრი  შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გამოიფინება.


14:00 საათზე სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში სახალხო დამცველი გამართავს საჯარო დებატებს თემაზე ” თვითმმართველობის არჩევნების გენდერული პოლიტიკა”.


14:00 საათზე, ქ. თბილისის მერიასთან გაიმართება “ნაციონალური მოძრაობის” აქცია, სადაც  გააპროტესტებენ საკრებულოს გადაწყვეტილებას “პანორამა თბილისთან” დაკავშირებით მიღეულ გადაწყვეტილებებს.


15:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სარკეებიან დარბაზში, გაიმართება პრესკონფერენცია და ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ოპერის თეატრსა და საქართველოს ეროვნულ არქივს შორის.


 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი