ახალი ამბები

თავდასხმა მარსელში – რკინიგზის სადგურზე ორი მგზავრი დანით მოკლეს

1 ოქტომბერი, 2017 • 1819
თავდასხმა მარსელში – რკინიგზის სადგურზე ორი მგზავრი დანით მოკლეს

დღეს, 1 ოქტომბერს მარსელის რკინიგზის სადგურზე დანით შეიარაღებულმა პირმა ორი ადამიანი მოკლა.

თავდასხმელი საფრანგეთის უსაფრთხოების ძალებმა მოკლეს. ოფიციალური პირები მომხდარს ტერორისტულ აქტად აფასებენ.

საფრანგეთის ეროვნულმა პოლიციამ განაცხადა, რომ რკინიგზის სადგურზე ვითარება განმუხტულია, თავდამსხმელი კი – განეიტრალებული.

BBC ასევე წერს, რომ ოფიციალურმა პირმა, რომელსაც Le Monde არ ასახელებს, გამოცემას განუცხადა, რომ თავდამსხმელი “ალაჰ აკბარს” ყვიროდა.

ფრანგული მედიის ცნობით, ორივე მსხვერპლი ქალია – თავდამსხმელმა ერთს ყელი გამოსჭრა, მეორეს – დანა ზურგში ჩასცა.

BFMTV-ის ინფრმაციით, თავდამსხმელი ფრანგმა სამხედროებმა მოკლეს, რომლებიც რკინიგის სადგურზე, ისევე, როგორც სხვა მნიშვნელოვან ადგილებში, უსაფრთხოების მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში იმყოფებიან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი