ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2017 წლის ლაურეატები

1 ოქტომბერი, 2017 • 2745
ლიტერატურული პრემია “საბას” 2017 წლის ლაურეატები

30 სექტემბერს ლიტერატურული პრემია „საბას“ რიგით მე-15 დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, სადაც სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულებს “საბა” გადასცეს.

ნომაციაში “საუკეთესო რომანი” 2017 წლის ლაურეატი გახდა ალეკო შუღლაძე რომანისთვის “გადამალვა”.

ნომინაციაში “საუკეთესო პოეტური კრებული” პრემია “საბა” გადაეცა ვახტანგ ჯავახაძეს კრებულისთვის “ელეგია და სხვა”.

ნომინაციაში “წლის საუკეთესო პროზაული კრებული” ლაურეატი გახდა რუსუდან რუხაძე მოთხრობების კრებულისთვის “ერთი თქვენგანი გამცემს”.

ლაურეატი ნომინაციაში “საუკეთესო პიესა” გახდა ლაშა თაბუკაშვილი პიესისთვის “სადღაც, ცისარტყელას მიღმა…”

ნომინაციაში “ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანისთვის” პრემია “საბა” გადაეცემა სიბილა ჰაინცეს ანა კორძაია-სამადაშვილის “ვინ მოკლა ჩაიკას” გერმანულ ენაზე თარგმანისათვის.

ნომინაციაში “საუკეთესო ქართული თარგმანი” პრემია “საბას” ლაურეატი გახდა ხათუნა ცხადაძე უმბერტო ეკოს “ფუკოს ქანქარის” თარგმანისთვის.

ნომინაციაში “საუკეთესო ელექტრონული წიგნი” პრემია “საბა” გადაეცა ანდრო ბუაჩიძეს წიგნისთვის “გაზაფხული მოდის ღამეში” და ლუკა ბაქანიძეს მოთხრობების კრებულისთვის “სად ხარ, ლაზარე…”

მკითხველის რჩეული ნომინაციაში “საუკეთესო დებიუტი” გახდა ზურა აბაშიძე წიგნისთვის “როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი”.

ნომინაციაში “საუკეთესო დებიუტი” პრემია “საბა” გადაეცემა ბექა ახალაიას კრებულისთვის “ამ ვალმოხდილი ფოთლებისთვის”.

ნომინაციაში “საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა” 2017 წლის პრემია “საბას” ლაურეატი გახდა ლევან ბერძენიშვილი წიგნისთვის “წიგნიერების ევოლუცია”.

ნომინაციაში “საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა” პრემია “საბა”გადაეცა ნანა ტრაპაიძეს წიგნისთვის “ლიტერატურა და ლიტერატურა”.

ლიტერატურული პრემია “საბა” ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა პოეტ ლია სტურუას.

მასალების გადაბეჭდვის წესი