შორენა თეთრუაშვილი: ილია II-მ ვერ გაითვალისწინა, რომ მისი გადაწყვეტილება კანონს აცდა

პატრიარქ ილია მეორის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი აცხადებს, რომ ილია მეორე, დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის წარმომადგენლობის უფლების მინიჭებით, კონსტიტუიური მოთხოვნებს აცდა

ილია მეორის მდივან-რეფერენტის სასამართლოში დაკითხვის აუდიოჩანაწერს “რუსთავი 2” ავრცელებს.

“პატრიარქმა ვერ გაითვალისწინა ის შედეგი, რა შედეგიც მოჰყვა ამას. რა შედეგს ვგულისხმობ, იცით? კონსტიტუციური შეთანხმების მიხედვით, ეკლესიის წარმომადგელობითი უფლება აქვს პატრიარქს, აქვს ქორეპისკოპსს და მდივანს. რაკი გიორგი მამალაძე არ იყო მდივანი და ამ ფუქნციით აღიჭურვა, ამან სამართლებრივადაც შექმნა პრობლემა და ეს მდგომარეობა სხვებისთვის გახდა სალაპარაკო თემა, სხვა ეპისკოპოსებისათვის. უწმინდესს შეეძლო ეს უფლებამოსილება დაეტოვებინა, მაგრამ კანონთან მიმართებაში ხდებოდა აცდენა. შემდეგ ეპისკოპსების განწყობაც არ იყო მაინცდამაინც სასურველი და ამან გამოიწვია ის მდგომარეობა, რომ იგზავნებოდა წერილები ჩვენგან, საპატრიარქოდან მთავრობაში, და მთავრობა ვეღარ არეგულირებდა, ვისი ხელმოწერა უნდა გაეთვალისწინებინა. თუმცა პატრიარქმა მიანიჭა ამის უფლება, მაგრამ კონსტიტუციური შეთანხმებით არ ჰქონდა ამისი უფლება, ეს ქმნიდა დისკომფორტს. რაკი გარკვეული ურთიერთობებიც არ აეწყო, ამიტომ გახდა ეს საპრობლემო თემად”, – განაცხადა შორენა თეთრუაშვილმა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com