ახალი ამბები

შსს: ვითარება კუმურდოში განმუხტულია

30 სექტემბერი, 2017 • 2022
შსს: ვითარება კუმურდოში განმუხტულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სოფელ კუმურდოში ვითარება განმუხტულია, თუმცა ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

პოლიციის ცნობით, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა ადგილზე მისულ პოლიციას ქვები დაუშინა. შემთხვევის შედეგად, დაშავდნენ პოლიციელები, ასევე დაზიანდა შსს-ს ბალანსზე არსებული რამდენიმე ავტომანქანა.

პოლიციის ცნობით, შექმნილი ვითარებიდან უმოკლეს დროში ადგილზე ჩავიდა შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი. იგი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ამ დროისთვის სიტუაცია სოფელ კუმურდოში განმუხტულია.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 353-ე პრიმა მუხლით, სსკ-ს 187-ე მუხლის 1 ნაწილით, სსკ-ს 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.

დაპირისპირება კუმურდოში. ფოტო: სამხრეთის კარიბჭე

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ დაასტურა გავრცელებული ინფორმაცია ორი ადამიანი დაკავების შესაზხებ, შსს-ს ცნობით, ეს ორი ადამიანი გამოკიტხვაზე ჰყავდათ დაბარებული.

დღეს, ახალქალაქის რაიონის სოფელ კუმურდოში, ადგილობრივი მოსახლეობის ჯგუფმა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე შესვლა სცადა.

ტაძარს, რომლის რესტავრაციაც მიმდინარეობს, შსს-ს დაცვის პოლიცია იცავს. დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა მოქალაქეებს ტაძრის ტერიტორიაზე შეღწევის საშუალება არ მისცეს, რის შემდეგაც მათ პოლიციას გამოუძახეს.

მოქალაქეების ჯგუფს ეკლესიის ეზოში შესვლა იმ მიზნით სურდათ, რომ ეკლესიის ეზოში აღოჩენილი ძვლები დაესაფლავებინათ და ქვაჯვარი დაედგათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი