ახალი ამბები

შსს: სამართალდამცველებმა 604 აბი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს

30 სექტემბერი, 2017 • 1990
შსს: სამართალდამცველებმა 604 აბი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს

შსს-ს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1967 წელს დაბადებული დ.ს. თბილისში დააკავეს.

„სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას ბუპრენორფინის შემცველი 604 აბი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, დ.ს-ს ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა“ – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს [საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით].

shhh

მასალების გადაბეჭდვის წესი