ახალი ამბები

სანზონაში ნაციონალური მოძრაობის ოფისი გაქურდეს

29 სექტემბერი, 2017 • 2453
სანზონაში ნაციონალური მოძრაობის ოფისი გაქურდეს

დღეს, 29 სექტემბერს, სანზონაში ნაციონალური მოძრაობის  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შტაბი გაქურდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მიხედვით დაიწყო გამოძება.

“საკრებულოში ვიმყოფებოდით აქციაზე. მოსვლისთანავე შემტვრეული დაგვხვდა კარები. სამწუხარო ფაქტია არჩევნებამდე 20 დღით ადრე. ეს არ არის ქურდობა, რამდენიმე კომპიუტერია წაღებული, ვანდალური აქტია, დამსხვრეულია ყველაფერი. ავეჯი, ჭურჭელი, ყველაფერი ძირს ყრია”, – უთხრა, “რუსთავი 2”-ს რევაზ სხულუხიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი