ახალი ამბები

ელენე ხოშტარია პატრულმა ძალით გაიყვანა საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან

29 სექტემბერი, 2017 • 2021
ელენე ხოშტარია პატრულმა ძალით გაიყვანა საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან

თბილისის საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან მერობის კანდიდატი ევროპული საქართველოდან, ელენე ხოშტარია პატრულმა ძალის გამოყენებით გაიყვანა.

მანამადე საკრებულოს დაცვამ ზაალ უდუმაშვილსა და სხვა დემონსტრანტებს დაატოვებინა შენობა.

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ მოქალაქეების ნაწილს დაცვამ სხდომათა დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინა, მათ შორისაა ზალიკო უდუმაშვილი, თბილისის მერობის კანდიდატია ენმ-დან.

დღევანდელ სხდომაზე საკრებულომ უნდა იმსჯელოს სოლოლაკის ქედზე მიწის ნაკვეთისთვის ლანდშაფტური ზონის სტატუსის შეცვლაზე, თუმცა ამ დრომდე ვერ ხერდხება სხდომის დაწყება.

ზონისთვის სტატუსის შეცვლა მოითხვა “თაბორი რიზორთსმა”, რომელიც პანორამა თბილისს აშენებს. ამავე კომპანიამ მოითხოვა, რომ მიწისქვეშა პარკირების მოწყობის მიზნით პუშკინის სკვერის და ხელოვნების მუზეუმს შორის მდებარე 1900 კვ.მ ფართობი საკრებულომ 1 ლარად გადასცეს.

საკრებულოს სხდომაზე მისული არიან თბილისის მერობის კანდიდატები, მათ შორის, ზალიკო უდუმაშვილი და ელენე ხოშტარია.

ისინი მოითხოვენ, რომ ეს საკითხები საერთოდ არ განიხილოს საკრებულომ და უმრავლესობას არ აძლევენ სხდომის დაწყების უფლებას.

“არ ჩაგატარებინებთ სხდომას, ვერ ჩაატარებთ” – ამბობს ელენე ხოშტარია საკრებულს სხდომაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი