ხმაური საკრებულოში – ოპოზიცია უმრავლესობას სხდომის დაწყების საშუალებას არ აძლევს

დღეს, 29 სექტემბერს, თბილისის საკრებულოს სხდომა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე საკრებულომ უნდა იმსჯელოს სოლოლაკის ქედზე მიწის ნაკვეთისთვის ლანდშაფტური ზონის სტატუსის შეცვლაზე თუმცა, ამ დრომდე ვერ ხერდხება სხდომის დაწყება.

ზონისთვის სტატუსის შეცვლა მოითხვა “თაბორი რიზორთსმა”, რომელიც პანორამა თბილისს აშენებს. ამავე კომპანიამ მოითხოვა, რომ მიწისქვეშა პარკირების მოწყობის მიზნით პუშკინის სკვერის და ხელოვნების მუზეუმს შორის მდებარე 1900 კვ.მ ფართობი საკრებულომ 1 ლარად გადასცეს.

საკრებულოს სხდომაზე მისული არიან თბილისის მერობის კანდიდატები, მათ შორის, ზალიკო უდუმაშვილი და ელენე ხოშტარია.

ისინი მოითხოვენ, რომ ეს საკითხები საერთოდ არ განიხილოს საკრებულომ და უმრავლესობას არ აძლევენ სხდომის დაწყების უფლებას.

“არ ჩაგატარებინებთ სხდომას, ვერ ჩაატარებთ” – ამბობს ელენე ხოშტარია საკრებულს სხდომაზე.

“შოუ არ გვინდა. ზერელედ და ზედაპირულად ნუ ლაპარაკობთ, ახლა ჩვენ მოგვისმინეთ,” – მიმართა ალიბეგაშვილმა ხოშტარიას და უდუმაშვილს.

“არ გავატანინებთ ამ წინადადებას, არ მივცემთ თბილისის ტერიტორიას ბიძინა ივანიშვილს,” – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა საკრებულოში ჟურნალისტებთან საურისას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი