ახალი ამბები

რუსეთში შესაძლოა WhatsApp, Viber, Google, Facebook და Telegram დაიბლოკოს

29 სექტემბერი, 2017 • 2220
რუსეთში შესაძლოა WhatsApp, Viber, Google, Facebook და Telegram დაიბლოკოს

რუსეთის კომუნიკაციების მინისტრის, ნიკოლაი ნიკიფოროვის განცხადებით, ის ინტერნეტსაიტები, რომლებიც რუსულ კანონმდებლობას არ დაემორჩილებიან, რუსეთის ტერიტორიაზე ვერ იმუშავებენ. რუსეთში მოქმედი კანონის თანახმად, ვებგვერდები, რომლებიც რუსეთის მოქალაქეებზე პერსონალურ ინფორმაციას ფლობენ, რუსულ სერვერებზე უნდა განათავსონ.

“Telegram და სხვა ინტერნეტსაიტები, რომლებიც რუსულ კანონმდებლობას არ დაემორჩილებიან, რუსეთის ტერიტორიაზე ვერ იმუშავებენ”,- უთხრა “რია ნოვოსტის” მინისტრმა.

მისივე თქმით, კანონის დაცვა სხვა ინტერნეტ კომპანიებსაც მოეთხოვებათ.

“არ მესმის, რატომ არის შექმნილი ამხელა აჟიოტაჟი Telegram-ის გარშემო.  ეს ეხება სხვა უცხოურ კომპანიებსაც, როგორებიცაა WhatsApp, Viber, Google და Facebook. კანონი მათზეც ვრცელდება,”-ამბობს მინისტრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი