ახალი ამბები

სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება დღეს გაიმართება

29 სექტემბერი, 2017 • 1921
სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება დღეს გაიმართება

დღეს, 29 სექტემბერს, საქართველოდან წარგზავნილ სტრასბურგის მოსამართლეობის სამ კანდიდატთან – ლადო ჭანტურიასთანლალი ფაფიაშვილსა და ოთარ სიჭინავასთან ევროსაბჭოს საპარლამენტთაშორისო კომიტეტზე გასაუბრება გაიმართება.

ევროპის საჭოს ადამიანის  უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლის შემრჩევ კომიტეტს უკვე აქვს გამოქვეყნებული დღის წესრიგი, რომლის თანახმადაც, კომიტეტი დღეს საქართველოდან და თურქეთიდან წარგზავნილ კანდიდატებს გაესაუბრება. დღევანდელი გასაუბრება პარიზში გაიმართება.

საქართველოს მთავრობას მესამედ ჰქონდა გამოცხადებული კონკურსი სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევად. პირველ ჯერზე სამკაციანი სიიდან (ალექსანდრე ბარამიძე, ნანა მჭედლიძე და გიორგი ბადაშვილი) ექსპერტთა საბჭომ ერთი (ნანა მჭედლიძე) დაიწუნა, რომელიც ევა გოცირიძემ უკონკურსოდ ჩაანაცვლა.

მოგვიანებით, 2017 წლის 24 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა სამივე კანდიდატი (ალექსანდრე ბარამიძე, ევა გოცირიძე და გიორგი ბადაშვილი) ჩააგდო. 2017 წლის ივნისში საქართველოს მთავრობამ კონკურსის გზით შერჩეული კიდევ სამი ახალი კანდიდატი (ლადო ჭანტურია, სოფიო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე) წარადგინა. ამჯერად სტრასბურგში ექსპერტთა საბჭომ სამიდან ორი კანდიდატი (სოფიო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე) დაიწუნა. მესამედ გამოცდახებული კონკურსის შედეგად ისინი ლალი ფაფიაშვილისა და ოთარ სიჭინავას კანდიდატურებით ჩაანაცვლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი