ახალი ამბები

სეუ-ს შენობიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა

28 სექტემბერი, 2017 • 11992
სეუ-ს შენობიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა

დღეს, 28 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) კუთვნილი შენობის მეხუთე სართულიდან მშენებლობაზე დასაქმებული ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა და დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ნეტგაზეთის ინფორმაციით, დაიღუპა 30 წლამდე კაცი, რომელსაც 9 თვის ბავშვი დარჩა. მას პირველი სამუშაო დღე ჰქონდა ობიექტზე.

პოზიციის დასაფიქსირებლად ნეტგაზეთი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან დაკავშირებას ცდილობს. უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი 2 ოქტომბერს იწყება.

როგორც ნეტგაზეთს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

2015-17 წლებში სამუშაო ადგილებზე დაღუპული ადამიანების შესახებ სტატისტიკა და ინფორმაცია, როცა პოლიცია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით იწყებდა გამოძიებას, უფრო ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ბმულზე.

აქცია ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნის მოთხოვნით. 27.07.2017. ფოტო: ქეთი მაჭავარიანი/ნეტგაზეთი

აქცია ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნის მოთხოვნით. ფოტო: ქეთი მაჭავარიანი/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი