ილია მეორე; ფოტო: ნეტგაზეთი/დავით ოქროპირიძე, 2017

ილია მეორე: სტუმარმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს, მასპინძელმა – თავისი

“ჩვენ ძალიან ხშირად ვფიქრობთ იმაზე, რომ ბევრი ტურისტი ჩამოდის, ეს გვახარებს ჩვენ. ტურისტთან ერთად შემოდის მატერიალური დოვლათი. ეს ყველაფერი მეტყველებს იმის შესახებ, რომ საქართველოს გააჩნია მიზიდულობა, მაგრამ ეს გვაწყობს ჩვენ თუ არა? რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ავუკრძალავთ ჩამოსვლას, მაგრამ სტუმარმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს და მასპინძელმა- თავისი”, – განაცხადა საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ დღეს, 28 სექტემბერს, სამების ახალგაზრდულ ცენტრში მრევლთან შეხვედრის დროს.

გარდა ამისა, ილია მეორემ მრევლთან ქვეყნის სხვა “პრობლემურ საკითხებზეც” ისაუბრა.

“ქართველი ხალხი გაუცხოებულია ერთმანეთთან, უყურებენ ერთმანეთს როგორც მტრებს. იქნებ ვიფიქროთ იმის შესახებ, რა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მოვუსმინოთ ერთმანეთს, გავიგოთ, სხვა ადამიანი რა აზრისაა, იქნებ მას უკეთესი აზრი აქვს, ვიდრე შენ. რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ერთსულოვნება იყოს”.

კიდევ ერთი თემა, რომელსაც შეხვედრის დროს ილია მეორე შეეხო, ქალაქის სისუფთავეა.

“ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენი სახლების და ქუჩების სისუფთავეს. მე მახსოვს, ადრე ირეცხებოდა ქუჩები, მანქანა დადიოდა დილით ადრე, ახლა რაღაც არ ვიცი, შევახსენოთ”.

ილია მეორე განცხადებით, ყოველ შაბათს, 10:00 – 15:00 საათამდე, ქვეყნისთვის პრობლემურ საკითხებზე სამების ახლგაზრდულ ცენტრში მსგავსი შეხვედრები გაიმართება.

ილია მეორე; ფოტო: ნეტგაზეთი/დავით ოქროპირიძე, 2017

ილია მეორე; ფოტო: ნეტგაზეთი/დავით ოქროპირიძე, 2017

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
დავით ოქროპირიძე