ახალი ამბები

ანონსი – 29 სექტემბერი

28 სექტემბერი, 2017 • 2040
ანონსი – 29 სექტემბერი

წარმოგიდგენთ 29 სექტემბერს დაგეგმილ ღონისძიებების ანონსს:

09:00 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მხარდეჭერითა და საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის მიერ ორგანიზებული „მოვლენათა და სპორტული ტურიზმის“ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. ადგილი: სასტუმრო „ჰუალინგი“, თბილისის ზღვის ახალი ქალაქი.

11:00 საათზე, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს. მისამართი: IOTA Hotel (სასტუმრო იოტა), თბილისი, ლერმონტოვის ქუჩა #10. საკონტაქტო პირი: ლევან ძნელაძე – 591202010.

12:00 საათზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. ადგილი: პარლამენტი (თბილისი), კომიტეტის სათათბირო ოთახი N638.

12:00 საათზე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი თბილისის მერობის კანდიდატის კახი კალაძის საკითხთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: თბილისი, ძმ.ზუბალაშვილების 36.

14:00-დან 18:00 საათამდე, კასპერსკის საქართველოს კლუბი მედიის წარმომადგენლებს “კასპერსკის დღეზე” ეპატიჟება. ამ დღესთან დაკავშირებით გაიმართება კონფერენცია სახელწოდებით “კიბერთავდასხმის საფრთხეები დღეს და ხვალ”. ჟურნალისტებს შესაძლებლობა ექნებათ კიბერ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კითხვები დაუსვან კასპერსკის ექსპერტებს და კონფერენციის მონაწილეებს. ღონისძიებაში კასერსკის კლუბის წამყვანი ექსპერტები მიიღებენ მონაწილეობას, ხოლო განსახილველი თემებია: საფრთხეები კორპორატიული ინფრასტრუქტურის დაცვის მეთოდებში, ვირტუალური მედიის დაცვა და მონაცემთა გადაცემის პროცესები და ა.შ. ადგილი: სასტუმრო “რედისონი”.

18:00 საათზე, მწერალთა სახლში ილია ზდანევიჩის, იგივე ილიაზდის მიერ მოძრაობა 41° დაარსებიდან ასი წლისთავის აღსანიშნავად გაიმართება კონფერენცია.

21:00 საათზე, დინამო არენაზე, მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები საქველმოქმედო მატჩს გამართავენ, ხოლო ბილეთების რეალიზაციით შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ბორჯომის ხეობის აღდგენით სამუშაოებს. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი