ახალი ამბები

ანონსი – 28 სექტემბერი

27 სექტემბერი, 2017 • 2445
ანონსი – 28 სექტემბერი

10:00- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  პირველი მოადგილე, ქეთევან ნატრიაშვილი,განათლების სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ ორგანიზებულ თანამშრომლობისფორუმს- „პროფესიული უნარები მშენებლობისათვის, მშენებლობა პროფესიული უნარებისათვის” გახსნის. ადგილი: ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა მისამართი:  სააკაძის მოედანი.

10:00 –  ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო ატარებს ძაღლებისა და კატების უფასო ვაქცინაციას. მისამართი: ვაკის პარკი, ძაღლების სასეირნო ადგილი (კორტების უკან).

10:30 – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  მოადგილე თეიმურაზ მურღულია, საერთაშორისოსაგანმანათლებლო
კონფერენციას „უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია და საერთაშორისო სარეიტინგო სისტემები“ გახსნის.ადგილი: სასტუმრო Hotels & Preference Hualing თბილისში. მისამართი:   თბილისის ზღვის ახალი ქალაქი

11:00 – ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში ესტონეთის სამედიცინო კლასტერის წარმომადგენლები, ესტონეთსა და საქართველოში ფსიქიატრიული სამსახურის ორგანიზაციის აქტუალური საკითხებსა და ურთიერთთანამშრომლობის განვითარების
პერსპექტივას განხილავენ. მის: თბილისი, ქავთარაძის 21ა;

12:00 – თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობაში NASA-ს მარსის პროგრამის მთავარი ინჟინრის, რობ მენინგის საჯარო ლექცია გაიმართება.

16:00 –  ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში (2/1 შ. დადიანის ქ. თბილისი) მედიის განვითარების ფონდი “მედია წიგნიერების გზამკვლევის” და მითების დეტექრორის ლაბორატორიის კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოვებას გამართავს.

18:30 –  საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (გუდიაშვილის N8) საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაცია “შერიგების რესურსებისა”და მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი CIPDD პროექტის “პროგრესის ენა – მშვიდობა დიალოგშია!” ფარგლებში გაიმართება საჯარო ლექცია: “თანამედროვე ტექნოლოგიები მშვიდობის მშენებლობისთვის” – თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს თანამედროვე მსოფლიოში ინოვაციურმა ტექნოლოგიებმა ნდობის აღდგენისა და მშვიდობის მშენებლობის მიმართულებით – ამ და სხვა საკითხებზე ისაუბრებს. საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (გუდიაშვილის N8).

19:00 – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება “ვოიაჯერისა” და “ჩაკრულოს” კოსმოსში გაშვების საიუბილეო ღონისძიებები, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი