ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმში აფხაზეთის ომის მონაწილის, რუსლან გვაშევის მხარდამჭერი აქცია გამართეს

28 სექტემბერი, 2017 • 3780
სოხუმში აფხაზეთის ომის მონაწილის, რუსლან გვაშევის მხარდამჭერი აქცია გამართეს

აფხაზეთის საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აფხაზეთის ომის მონაწილის, ჩერქეზთა უხუცესთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, რუსლან გვაშევის მხარდასაჭერად სოხუმში აქცია გამართეს და რაულ ხაჯიმბასა და ვლადიმერ პუტინთან გასაგზავნი ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

67 წლის რუსლან გვაშევი 2017 წლის 11 სექტემბრიდან შიმშილობს. ამ აქტით მის მიმართ რუსეთის სასამართლო გადაწყვეტილებას აპროტესტებს. რუსული მედიის ინფორმაციით, “ჩერქეზთა ხსოვნის დღეს ტიტების ხესთან ლოცვის გამო” სოჭის ლაზარევის სასამართლომ გვაშევი 100 ათასი რუბლით დააჯარიმა, თავად ლოცვის ფაქტი კი ექსტრემიზმის აქტად ცნო. სასამართლოს გადაწვყეტილების შემდეგ რუსლან გვაშევმა შიმშილობა დაიწყო.

როგორც აფხაზები უწოდებენ, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, რუსლან გვაშევის მხარდამჭერ აქციაზე სოხუმში  დაახლოებით 200 კაცი მივიდა.

“ჩრდილოეთ კავკასიის ადიღურ რესპუბლიკებში საზოგადოება და ხელისუფლება რუსლან გვაშევს მხარში ვერ დაუდგა. ხალხს აზრის გამოთქმის ეშინია. აქციაში მონაწილეობაზე კი საერთოდ აღარ არის საუბარი.  ისინი რეალურად დაშინებული არიან, ვინაიდან ნებისმიერი მსგავსი აქციის ინიციატორი  ტერორიზმთან ბრძოლის საბაბით შეიძლება ფიზიკურად გაანდგურონ”,- განაცხადა სოხუმში მიტინგზე გამოსვლისას სამოქალაქო აქტივისტმა, დავით დასანიამ.

“ჩვენ მივმართეთ რუსეთის კრასნოდარის მხარის საზოგადოებრივ პალატასა და ყველა უფლებადამცველ ორგანიზაციას, რომ რუსლან გვაშევის მიმართ უსამართლობა არ დაუშვან. ჩვენი ორგანიზაცია ვერ დარჩებოდა გვერდზე და აქტიურად ეძებს პრობლემის გადაჭრის გზას”, – განაცხადა აფხაზური ორგანიზაციის “დედები მშვიდობისთვის” ლიდერმა გული კიჩბამ.

გვაშევის მიმართ “სამართლიანობის აღდგენის” მოთხოვნით აქციაზევე დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება, რომელიც აფხაზეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს უნდა გაუგზავნონ.

რუსლან გვაშევის მხარდამჭერი აქცია სოხუმში; ფოტო: მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი, 2017

მასალების გადაბეჭდვის წესი