ახალი ამბები

„ვაკანსია მკვლელის თანამდებობაზე“ – საზმაუ ნახევარ მილიონად დეტექტიურ სერიალს გადაიღებს

27 სექტემბერი, 2017 • 2340
„ვაკანსია მკვლელის თანამდებობაზე“ – საზმაუ ნახევარ მილიონად დეტექტიურ სერიალს გადაიღებს

დეტექტიური ჟანრის სერიალის გადაღებაზე სახელმწიფო შესყიდვა „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ გამოაცხადა. სერიალის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 531 848 ლარია. აქედან, სავარაუდოდ, 200 ათას ლარს „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ წელს გადაიხდის, 331 848 ლარს – მომავალ წელს.

„ვაკანსია მკვლელის თანამდებობაზე“ ამ სახელწოდების დეტექტიური სერიალის სცენარი უკვე მზადაა. სერიალი სულ 12 ეპიზოდისგან შედგება.

რამდენი დაიხარჯა დეტექტიური სერიალის სცენარის მომზადებისთვის? – „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სატენდერო კომისიის აპარატში გვითხრეს, რომ სცენარებზე ტენდერი არ გამოცხადებულა და ის თავად მაუწყებელში მომზადდა.

სცენარის ხარჯები „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ადმინისტრაციამ არ გაგვიმხილა. გვითხრეს, რომ ეს საჯარო ინფორმაციაა, რომელიც წერილობით უნდა გამოვითხოვოთ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი