ქალები პოლიტიკაში

ქალი კანდიდატები პარტიების საარჩევნო სიებში თბილისში [ინფოგრაფიკა]

თბილისის საკრებულოს არჩევნების პროპორციულ სიებში ქალთა წარმომადგენლობას არასამთავრობო ორგანიზაციები არასაკმარისად აფასებენ. “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტის თქმით, უმეტეს შემთხვევაში, პარტიები ქალ კანდიდატებს წამახალისებელი დაფინანსების მისაღებად წარადგენენ, არსებულ ნორმას კი ხარვეზიანად აფასებს.

ამჟამად თბილისის მოქმედ საკრებულოში 50-დან მხოლოდ 13-ია ქალი. პროპორციული სიით, 25 წევრიდან მხოლოდ 5 ქალია არჩეული.

2017 წლის თვითმმართველობების არჩევნების დროს თბილისის საკრებულოს პროპორციული სიის ყოველ ათეულში ქალთა მინიმალური, 30%-იანი წარმომადგენლობა, რაც დამატებითი დაფინანსების მისაღებადაა საჭირო, პარტიების უმეტესობას დაკმაყოფილებული აქვს. თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციები ამ ნორმაში რამდენიმე ხარვეზს ხედავენ.

როგორც “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტი, ირმა პავლიაშვილი ამბობს, ამ ნორმას ძირითადად  სუსტი პარტიები იცავენ, რათა დამატებითი დაფინანსება მოიპოვონ:

“წინა სტატისტიკებსაც თუ ჩახედავთ, ძირითადად წამახალისებელი ზომის სიაში ასახვას- იმისთვის, რომ ბონუსი მიიღონ- უფრო მეტად იყენებენ სუსტი პარტიები და არა მმართველი პარტია, დამატებითი თანხობრივი რესურსი რომ მიიღონ. ამიტომ ვფიქრობთ, რომ პრობლემაა,” – ამბობს პავლიაშვილი.

მისი თქმით, თითოეულ ათეულში განსაზღვრული არ არის, რომელ ადგილზე მოხვდება ქალი კანდიდატი, შესაბამისად, ქალები ვერ იღებენ მანდატებს. ამის გამო, რეალურად, არ ხდება მათი რაოდენობის ზრდა პოლიტიკაში და წარმომადგენლობით ორგანოებში. მიუხედავად ამისა, პოლიტიკური პარტიები მაინც იღებენ დაფინანსებას, მაგრამ ქალთა წარმომადგენლობა პარტიაში არ იზრდება:

“ამ შემთხვევაში, ჩვენ მაინც უნდა ვიხელმძღვანელოთ პირველი ათეულით.  წინა გამოცდილება რომ გავიზიაროთ, ძირითადად პარტიების მიერ სიის მხოლოდ პირველი ათეულის გაყვანა ხდება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ქალთა ნომინირება მოხდეს მოწინავე პოზიციებზე და თუნდაც, ათეულის პირველ ადგილებზე.  მართალია, ზოგი პარტიის შემთხვევაში, არიან პირველ ადგილებზე ნომინირებული, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც არ არიან ისეთ ადგილებზე ნომინირებული ქალები, რომ შედეგობრივად მართლაც გაიზარდოს ქალთა წარმომადგენლობა.

ინფოგრაფიკა ასახავს პარტიეების მიერ წარმოდგენილი სიის პირველ ათეულში კანდიდატების გენდერულ განაწილებას

ამიტომ, როდესაც წინა პრაქტიკას ვიაზრებთ და ვაანალიზებთ, ვხედავთ, რომ მხოლოდ ქალთა ნომინირება არ არის საკმარისი და მნიშვნელოვანია, რომ მათი ნომინირება მოხდეს წამყვან პოზიციებზე,” – ამბობს საიას იურისტი.

მაგალითისთვის, “ნეტგაზეთის” მიერ შესწავლილი მონაცემები აჩვენებს, რომ რიგ შემთხვევებში, პარტიების მიერ წარდგენილი სიის პირველ ათეულში მოწინავე პოზიციებზე მაინც კაცი კანდიდატები არიან წარმოდგენილი:

1 ხათუნა სამნიძე

2 მიხეილ ჩემია

3 თამარ კორძაია

4 დავით ზურაბიშვილი

5 ლაშა ომარაშვილი

6 ტრისტან ჯინჭარაძე

7 ნინო ბოლქვაძე

8 გიორგი ჭაღიაშვილი

9 თინათინ გელეყვა

10 გიორგი ჩუბინიძე

1 მარიკა დარჩია

2 ბექა დავითულიანი

3 თინათინ ნიბლოშვილი

4 ირაკლი ზარქუა

5 დათო რურუა

6 გიორგი ჩაკვეტაძე

7 დავითი უჯმაჯურიძე

8 გიორგი ახვლედიანი

9 ლევან ჯაფარიძე

10 გიორგი ალიბეგაშვილი

1 პაატა ჩოხელი

2 მიხეილ ქუმსიშვილი

3 ნათია შარაშანიძე

4 მარინე ცუცქირიძე

5 აკაკი ჯიყაშვილი

6 მაია ხოფერია

7 იოსებ ირემაშვილი

8 ეთერი მიქელაძე

9 თამაზ ხუციშვილი

10 დალი ყარაულაშვილი

1 ნიკანორი მელია

2 ნიკოლოზ ვაჩეიშვილი

3 ლევან ხაბეიშვილი

4 ირაკლი ნადირაძე

5 ლილე ლიპარტელიანი

6 მარინა დათუკიშვილი

7 თორნიკე ბიკაშვილი

8 კონსტანტინე იოსელიანი

9 ნინო კვიტაიშვილი

10 მარიამ გერსამია

1 გიორგი გაბაშვილი

2 დავით ავალიანი

3 დავით დარჩიაშვილი

4 დავით ჯინჯოლავა

5 მარინა ტალიკაძე

6 მარიამი რამინაშვილი

7 აკაკი კილასონია

8 მამუკა ახვლედიანი

9 გიორგი შამიევი

10 მიმოზა კოხია

1დიმიტრი ლორთქიფანიძე

2 ბესიკი დანელია

3 თენგიზ ომანიძე

4 როინი ხიჯაკაძე

5 მამუკა აჩბა

6 ნინო ჯურხაძე

7 თამარ ზურაშვილი

8 ზაზა ვაშაკიძე

9 ქეთევან ჩქარეული

10 თამარ ფაჩულია

1 მარიამ დგებუაძე

2 გარეგინ კაკოსიანი

3 ლამარა გეგუჩაძე

4 ალექსანდრე კაკოსიანი

5 დავით დავიდიანი

6 მირიან სესიტაშვილი

7 სალომე ქერაშვილი

8 ასმათ ზარიძე

9 ელიზა ნატროშვილი

10 ნიკოლოზ მაისაშვილი

1 გოჩა თევდორაძე

2 ფრიდონ ინჯია

3 ვაჟა ოთარაშვილი

4 ზაზა მამალაძე

5 ბეჟან გუნავა

6 მამუკა ტუსკაძე

7 ირმა ცხორაგაული

8 ნინო ანდრონიკაშვილი

9 მაია დათუნაშვილი

10 ანა დარსალია

1 გიორგი მაისაშვილი

2 დავით გველესიანი

3 ნინო ნიშნიანიძე

4 დემნა კვარაცხელია

5 ამირან ხიდაშელი

6 მარიამ დარისპანაშვილი

7 რაიბულ კირკიტაძე

8 ელენე გურეშიძე

9 გოჩა ხვიჩია

10 ესმა წოწორია

1 ნანა ტოხვაძე

2 ბექა ბაღნაშვილი

3 თეონა ჭალიძე

4 სერგო გიგანი

5 დავით კიზირია

6 თამთა შამათავა

7 ბექა დიასამიძე

8 გიორგი ხაბურზანია

9 ნათია ტაბლიაშვილი

10 დარეჯან ყანდაშვილი

 

მეორე პრობლემა, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციები ამ კუთხით აღნიშნავენ, პარტიების მიერ წამახალისებელი დაფინანსების ხარჯვის გაუმჭვირვალობაა:

“პარტიები იღებენ დაფინანსებას, თუმცა, რამდენად ხდება შემდგომ ამ თანხის ხარჯვა ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის პოლიტიკურ პარტიებში, ამ მხრივ არანაირი რეგულაცია არ არის. შესაბამისად, მნიშვნელოვანი იყო ამ არჩევნებისთვის მოგვესწრო და გაგვეუმჯობესებინა წამახალისებელი ზომა ისეთი ფორმულირებებით, რომელიც რეალურ შედეგს მოგვცემდა და, მაგალითად, წამახალისებელი დაფინანსების მიღება შესაძლებელი ყოფილიყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შედეგობრივად მანდატები გადანაწილდებოდა ქალებზე, და უკვე მეორე კომპონენტი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი იყო ხარჯვის კუთხით, ასახულიყო უშუალოდ ქალთა გაძლიერებისთვის პარტიებში,” – ამბობს ირმა პავლიაშვილი.

ინფოგრაფიკა ასახავს პარტიეების მიერ წარმოდგენილი სიის პირველ ათეულში კანდიდატების გენდერულ განაწილებას პროცენტულად

აქედან გამომდინარე, საია მიიჩნევს, რომ აუცილებელია დაწესდეს სავალდებულო კვოტირება და პარლამენტს შესაბამისი კანონპროექტიც წარუდგინა:

“დინამიკა ზრდისკენ მიდის, მაგრამ 2012 წლის შემდეგ ქალთა წარმომადგენლობა ძალიან ნელა იზრდება. ბუნებრივი პროცესით ნელა ხდება ზრდა, ჯერ კიდევ ჩვენთან საზოგადოება არ არის სტერეოტიპებისგან თავისუფალი და პატრიარქალურია. მნიშვნელოვანია, რომ საკანონმდებლო დონეზე იყოს სავალდებულო კვოტა. ამასთან, პარტიაში შიდა დემოკრატიაც გაიზრდება და განვითარდება. ისინი დაიწყებენ ქალების მოძიებაზე ზრუნვას, რაც ხარისხობრივ ზრდასაც გამოიწვევს.

ამიტომ მნიშვნელოვანია, საკანონმდებლო დონეზე, ერთიანობაში,  გადაიხედოს და მივიღოთ სავალდებულო კვოტა იმისთვის, რომ პარტიებს უკვე გაუჩნდეთ ვალდებულება, წარადგინონ პროპორციულ სიებში ყოველი მეორე განსახვევბული სქესი. თუ ისინი არ დააკმაყოფილებენ ამ კრიტერიუმს, საარჩევნო რეგისტრაციისას საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მათ დაუდგინდებათ ხარვეზი და მხოლოდ ამ ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ შეძლებენ, რომ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში.

ამ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ჩვენ უკვე დიდი ხანია ვმუშაობთ. კონსტიტუციურ პროექტშიც წარვადგინეთ რეგულაცია, რომელიც ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას ითვალისწინებს ამ კუთხით, რომ პოლიტიკაში მეტად იყვნენ ქალები ჩართული. პროექტის მე-11 მუხლში, რომელიც ეხება თანასწორობას, გაჩნდა ჩანაწერი, რომ სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს და უზრუნველყოს მექანიზმები, რომლებიც ამ ჩართულობას უზრუნველყოფს,” – ამბობს პავლიაშვილი.

ინფოგრაფიკა ასახავს თბილისის საკრებულოს არჩევნებისთვის პარტიების მიერ წარმოდგენილ პროპორციულ სიებში გენდერულ განაწილებას

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი