ახალი ამბები

საუდის არაბეთში ქალებს მანქანის მართვის უფლებას მისცემენ

26 სექტემბერი, 2017 • 1953
საუდის არაბეთში ქალებს მანქანის მართვის უფლებას მისცემენ

საუდის არაბეთში, მეფე სალმანის გადაწყვეტილებით, ქვეყნის ისტორიაში პირველად ქალებს მართვის მოწმობის აღებისა და ავტომობილის მართვის უფლება მიეცემათ. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის სახელმწიფო პრესის სააგენტო ავრცელებს.

საუდის არაბეთი მსოფლიოს ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ქალებს მანქანის მართვის უფლება არ აქვთ.

BBC-ის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა დამცველები წლების განმავლობაში უწევდნენ ამ ფაქტს ადვოკატირებას, მათი ნაწილი დაააჯარიმეს, ხოლო ნაწილი პასუხისგებაშიც მისცეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი