ახალი ამბები

რა თანხა მიიღეს სოფო ბედიამ, ანრი ჯოხაძემ და ხუთმა მომღერალმა “ქართული ოცნების” კონცერტებზე

26 სექტემბერი, 2017 • 13520
რა თანხა მიიღეს სოფო ბედიამ, ანრი ჯოხაძემ და ხუთმა მომღერალმა “ქართული ოცნების” კონცერტებზე

“ქართულმა ოცნებამ” 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კანდიდატების წარდგენისას საკონცერტო შესრულებისთვის შვიდი მომღერალი დაიქირავა.

აუდიტის ეროვნულ სამსახურში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, “ქართულმა ოცნებამ” მათ ეს თანხა საკონცერტო შესრულებისთვის გადაუხადა.

კონცერტებში სალომე ბაკურაძე, სოფო ბედია, ნინო ბუზალაძე, ანრი ჯოხაძე, რუსუდან მორჩილაძე, სოფო ხალვაში და ნოდარ ტატიშვილი მონაწილეობენ. თითოეულს “ქართულმა ოცნებამ 3 125 ლარი გადაუხადა.

ხოლო მსახიობ თორნიკე გოგრიჭიანს იმავე ოდენობის თანხა კონცერტის წაყვანისთვის გადაუხადეს. ხელშეკრულებები 10 სექტემბერსაა გაფორმებული.

“ქართული ოცნებიდან” განგვიმარტეს, რომ რეგიონებში კანდიდატების წარდგენის წინ ერთსაათიანი კონცერტი იმართება მომღერლების მონაწილეობით, ხოლო შემდეგ კანდიდატების წარდგენა ხდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი